Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მედიააკადემია „მასტერკლასს“ გიორგი ხაბურზანიას ლექციებით აგრძელებს

მარშალ პრესი 04/04/2022
გიორგი ხაბურძანია

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია „მასტერკლასს“ გიორგი ხაბურზანიას ონლაინ ლექციებით აგრძელებს.გიორგი ხაბურზანია 22 წელია მედიამენეჯერი და პროდუსერია. ის წლებია ყველაზე პოპულარული ქართული მეგაშოუების “ნიჭიერის”, “მასტერშეფის”, “საქართველოს ვარსკვლავის” მთავარი პროდიუსერია. ყველას, ვისაც აინტერესებს, როგორ იქმნება მეგაშოუები და მაღალი ხარისხის სატელევიზო პროდუქტი, მედიასკოლა აძლევს შესაძლებლობას უფასოდ, ონლაინ ლექციებით პროფესიონალი მედიამეჯერისა და პროდუსერის გიორგი ხაბურზანიას სალექციო კურსით მიიღოს ეს ცოდნა.

დღეიდან გიორგი ხაბურზანიას მასტერკლასი მედიააკადემიის იუთუბ არხზეა ხელმისაწვდომი,  8 ონლაინ ლექცია მოგცემთ შესაძლებლობას, გაეცნოთ ქართული მეგა შოუების შექმნის ისტორიას და მიიღოთ ცოდნა ყველაზე გამოცდილი პროდუსერისგან.

გიორგი ხაბურზანიას სალექციო კურსიისეთ მნიშვნელოვან თემებს ეხება, როგორიცაა ქართული შოუს ინდუსტრიის განვითარება, პროდუსინგი, მონტაჟი და პროდაქშენი. გიორგი ხაბურზანია მასტერკლასით დაინტერესებულ მსმენელებს  მრავალწლიან გამოცდილებას უზიარებს და აწვდის ინფორმაციას, იმის შესახებ თუ როგორ გაკეთდა პირველი მეგაშოუ საქართველოში, რა გზა გაიარა ქართული სატელევიზიო შოუს ინდუსტრიამ, როგორ კეთდება ყველაზე პოპულარული მეგაშოუ და რა უნარებია საჭირო ხარისხიანი პროექტებისა და გადაცემების მოსამზადებლად. მასტერკლასში დეტალურადაა ახსნილი  ყველა ეტაპი- შოუს დაგეგმვიდან მის საბოლოო პროდუქტად შექმნამდე, მათ შორის გიორგი ხაბურზანია დეტალურად მოგიყვებათ ამ სფეროში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე.

მედიააკადემია ჟურნალისტიკით დაინტერესებულადამიანებს უკვე ორი წელია სრულიად უფასოდ,ონლაინ მასტერკლასით აძლევს შესაძლებლობას წარმატებული და პროფესიონალი ავტორებისგან ისწავლონ ყველაფერი, რაც ზოგადად მედიას,  მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მომზადებასა და პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება. მასტერკლასის პირველი ციკლი ოთხი ავტორის, ჟურნალისტის ეკა ბერიძის, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილის, ჟურნალისტის თამთა სანიკიძის და ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილის 30 სალექციო კურსს მოიცავდა. მეორე კურსი კი,ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილის 6 ონლაინ ლექციით დაიწყო. მასტერკლასის ონლაინ ლექციებს დაწყების დღიდან ჯამურად 900 ათასზე მეტი ნახვა აქვს

მასტერკლასი განსხვავებულია იმითაც, რომ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს წვდომა ონლაინ ლექციებზე – ეს არის მომხმარებელზე მორგებული პლატფორმა, რომლის მოსმენა და ყურება ნებისმიერ დროსა და ადგილასაა შესაძლებელი.

Continue Reading

Previous: ირაკლი ბათიაშვილი: როდესაც მსოფლიო ზანზარებს, „ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავი მხოლოდ რევანშის იდეა და ხელისუფლებაში მობრუნებაა
Next: ნონა მამულაშვილი გავაგდე – თამარ ჩერგოლეიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025