მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით ზალკალიანს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა. პრემიერმა, აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს მთავრობის სურვილია, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადაიყვანოს არსებული ურთიერთობები.
„მინდა, პირველ რიგში ბატონ დავითს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის, მას აქვს უზარმაზარი გამოცდილება. 30 წელია, ემსახურება ჩვენს ქვეყანას, თავის მშობლიურ უწყებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობაზე და მას პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მონაწილეობა მიღებული ამ 30 წლის განმავლობაში. ჩვენი მთავრობის დროს, მოგეხსენებათ ბატონი დავითი ჯერ იყო მინისტრის მოადგილის, შემდეგ კი მინისტრის რანგში, მონაწილეობდა – იქნებოდა ეს ევროკავშირთან ინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია, თუ სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე. ჩვენი გუნდისა და მთავრობის სახელით, პირადად ჩემი სახელით მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავხადო და ვუსურვო წარმატება შემდგომ საქმიანობაში. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენ, ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს,“- აღნიშნა პრემიერმა.
სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისათვის საქართველოს მიმართ ასეთია: სავაჭრო ურთიერთობები – არა! უვიზო...