Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არათუ დაუშვეს, ყოველმხრივ შეუწყეს ხელი საზღვრის გახსნას ტურისტებისათვის. სჩანს, ამჟამად სხვა მიზანი აქვთ – ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება

მარშალ პრესი 06/08/2022
გიორგი ვოლსკი

2008 წლის ომის დასრულებისას, ჩვენი მეომრების ცხედრები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე იყვნენ მიტოვებული, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები რუს გენერალს მძღოლებად ემსახურებოდნენ, ღლიცინებდნენ – რუსებს შევთავაზეთ გარკვეული თანხის სანაცვლოდ სტალინის ძეგლი დაბომბეთ გორშიო. მალევე ოფიციალური წერილითაც მიმართეს მოსკოვს, გადაუდებლად დავიწყოთ კულტურული გაცვლებიო. არათუ დაუშვეს, ყოველმხრივ შეუწყეს ხელი საზღვრის გახსნას ტურისტებისათვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, სჩანს, ამჟამად სხვა მიზანი აქვთ – ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება, რათა სახელმწიფომ ზომები მიიღოს მის აღსაკვეთად და იქნებ ახდეს ოცნება და ყველაფერი დესტაბილიზაციის შეუქცევად პროცესში გადაიზარდოს.

მისივე თქმით, ამ სცენარის რეალიზაციაში სახალხო დამცველიც კი ჩაერთო.

„2008 წლის ომის დასრულებისას, ჩვენი მეომრების ცხედრები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე იყვნენ მიტოვებული, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები რუს გენერალს მძღოლებად ემსახურებოდნენ, ღლიცინებდნენ – რუსებს შევთავაზეთ გარკვეული თანხის სანაცვლოდ სტალინის ძეგლი დაბომბეთ გორშიო. მალევე ოფიციალური წერილითაც მიმართეს მოსკოვს, გადაუდებლად დავიწყოთ კულტურული გაცვლებიო. არათუ დაუშვეს, ყოველმხრივ შეუწყეს ხელი საზღვრის გახსნას ტურისტებისათვის. სჩანს, ამჟამად სხვა მიზანი აქვთ – ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება, რათა სახელმწიფომ ზომები მიიღოს მის აღსაკვეთად და იქნებ ახდეს ოცნება და ყველაფერი დესტაბილიზაციის შეუქცევად პროცესში გადაიზარდოს! ამ სცენარის რეალიზაციაში სახალხო დამცველიც კი ჩაერთო. ხელისუფლების „სუსტი მხარეც“ შეუსწავლიათ – მან არ უნდა დაუშვას ომის პროვოცირება, სოციალური ფონის დამძიმება, პრობლემების შექმნა იმ ქართველებისათვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან რუსეთში, ან თუნდაც საოკუპაციო ხაზებთან ცხოვრობენ, შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ლარის კურსის სტაბილურობა, სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი“, – წერს გიორგი ვოლსკი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ბაჩო დოლიძე: თუ „ქართული ოცნების“ ალტერნატიული კანონპროექტები სრულად პასუხობს 12-პუნქტიან რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ და არ ვიქნებით ჩასაფრებულ პოზიციაში
Next: პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.