Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: თუ „ქართული ოცნების“ ალტერნატიული კანონპროექტები სრულად პასუხობს 12-პუნქტიან რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ და არ ვიქნებით ჩასაფრებულ პოზიციაში

მარშალ პრესი 06/08/2022
ბაჩო დოლიძე

ჩვენ გადავწყვიტეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გვემუშავა და შემოდგომის დასაწყისში პლენარულ სხდომებზე, მაგიდაზე მზა პროდუქტი დაგვედო, – ამის შესახებ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ამ სიტუაციაში, როდესაც უკვე ყველა კანონპროექტი მზად გვაქვს, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს უკვე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ან იმის თქმა, რომ არ ვარგა თქვენი საკანონმდებლო ცვლილებები და მე მაქვს ალტერნატივა. თუ მათი ალტერნატივა სრულად პასუხობს 12-პუნქტიან რეკომენდაციას, ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ და არ ვიქნებით ჩასაფრებულ პოზიციაში, რომ გინდა თუ არა მოდი, ჩემი ვარიანტი გაიტანე“, – განაცხადა დოლიძემ.

ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფები თვეზე მეტია შეხვედრებს მართავენ, ქართულ მხარეს 1 ნოემბრამდე აქვს ვადა იმისთვის, რომ საკანონმდებლო ინიციატივები კანონებად აქციოს. 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესში მთავარი პრობლემა კვლავ პარალელური ფორმატებია.

Post navigation

Previous: გივი მიქანაძის განცხადებით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მიზნით, მომავალი კვირის ბოლოს საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
Next: გიორგი ვოლსკი: არათუ დაუშვეს, ყოველმხრივ შეუწყეს ხელი საზღვრის გახსნას ტურისტებისათვის. სჩანს, ამჟამად სხვა მიზანი აქვთ – ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.