Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 06/08/2022
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ახალი საკურორტო ზონების შესწავლას და არსებული კურორტების განვითარებას. ითქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის საჭიროა საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რისთვისაც კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბალნეოლოგიურ კურორტებსა და კერძო ინვესტიციებს. აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი: არათუ დაუშვეს, ყოველმხრივ შეუწყეს ხელი საზღვრის გახსნას ტურისტებისათვის. სჩანს, ამჟამად სხვა მიზანი აქვთ – ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება
Next: მამუკა მდინარაძე ქსენოფობიურ განცხადებებზე: ვინც ამას ასე ალაგებს და შესაბამის კამპანიას გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.