Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გივი მიქანაძის განცხადებით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მიზნით, მომავალი კვირის ბოლოს საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

მარშალ პრესი 06/08/2022
გივი მიქანაძე

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით, მომავალი კვირის ბოლოს საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფი შეხვედრაზე ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს განიხილავს.

„ვნახეთ, რომ მე-11 პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა შესაბამისი კანონპროექტი უკვე დააინიციირა. ეს არის ის პირველი შედეგი, რომელიც ეხება სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგია და ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებას ქართული მართლმსაჯულების პროცესში. მუშაობას სხვა ჯგუფებიც აგრძელებენ.

მიმდინარე კვირას რამდენიმე ახალი ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მომავალი კვირიდან დაიწყებს მუშაობას. მათ შორის ერთ-ერთია საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის ჯგუფი, რომელსაც უშუალოდ მე ვხელმძღვანელობ. მომავალი კვირის პარასკევს ჩვენ ვგეგმავთ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც უკვე მოხდება ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვა მოხდება, რომელიც სწორედ საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომ ცვლილებებს უკავშირდება“, – განაცხადა მიქანაძემ.

ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფები თვეზე მეტია შეხვედრებს მართავენ, ქართულ მხარეს 1 ნოემბრამდე აქვს ვადა იმისთვის, რომ საკანონმდებლო ინიციატივები კანონებად აქციოს. 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესში მთავარი პრობლემა კვლავ პარალელური ფორმატებია.

Post navigation

Previous: გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე: პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუგებარია, ალბათ ამაში გარკვეული ხელი ურევია იმ პოლიტიკურ ზეწოლას, რომელიც მასზე ხორციელდებოდა
Next: ბაჩო დოლიძე: თუ „ქართული ოცნების“ ალტერნატიული კანონპროექტები სრულად პასუხობს 12-პუნქტიან რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ და არ ვიქნებით ჩასაფრებულ პოზიციაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.