Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი: ამირან გამყრელიძის გადადგომა არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან

მარშალ პრესი 05/08/2022
ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ღირსეულად ტოვებს თანამდებობას და ეს კავშირში არ არის „პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან“. ამის შესახებ მინისტრმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას.

„გუშინ გვქონდა საუბარი. ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზს სხვა ადამიანებს უთმობს. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას“,- აღნიშნავს მინისტრი.

5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

Continue Reading

Previous: დავით ქართველიშვილი ირაკლი ოქრუაშვილზე: ფაქტობრივად გააჟღერა ყველაფერი ის, რაზეც დილიდან ვმსჯელობთ – ანუ გეგმა არსებობს, ჩვენი ეჭვები უსაფუძვლო არ იყო
Next: კობახიძე „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ინიციატივაზე: რაც ნაკლებად აჰყვებიან ეს პარტიები რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, მით უკეთესი იქნება მათთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025