Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ირაკლი ოქრუაშვილზე: ფაქტობრივად გააჟღერა ყველაფერი ის, რაზეც დილიდან ვმსჯელობთ – ანუ გეგმა არსებობს, ჩვენი ეჭვები უსაფუძვლო არ იყო

მარშალ პრესი 05/08/2022
დავით ქართველიშვილი

ოქრუაშვილის ეს ფბ-პოსტი არ შეიცავს კანონგარეშე საფრთხეებს და კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს?- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქ სტატუსის შესახებ.

„ირაკლი ოქრუაშვილი: “ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი “დუხი” აღარ იქნება აქ. ვინაა მაგის მქმნელი თორემ კი. სტუმარ-მასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა და ტურიზმი არ დამიწყოთ თავმოყვარეობის არმქონეებმა …”

არ დავუწყებ, თავმოყვარეობის გამო. ფაქტობრივად, გააჟღერა ყველაფერი ის, რაზეც დილიდან ვმსჯელობთ – ანუ გეგმა არსებობს, ჩვენი ეჭვები უსაფუძვლო არ იყო. რამე დამატებით მტკიცებულებებს ველოდებით? კვლავ ორი ტრუპია საჭირო? იმედია, ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყოფილი „პოლიტპატიმრის“ მოწოდებით, კონკრეტული დანაშაულის ჩადენისაკენ ბიძგით, მზა სცენარის გახმაურებისათვის. თუ მისი ეს ფბ-პოსტი არ შეიცავს კანონგარეშე საფრთხეებს და კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს?”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, „რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

Post navigation

Previous: მდინარაძე ოქრუაშვილზე: ეს ქსენოფობიის თუ შოვინიზმის გარდა, ომის გარანტიის მიღების მცდელობაა
Next: ზურაბ აზარაშვილი: ამირან გამყრელიძის გადადგომა არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.