Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კობახიძე „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ინიციატივაზე: რაც ნაკლებად აჰყვებიან ეს პარტიები რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, მით უკეთესი იქნება მათთვის

მარშალ პრესი 05/08/2022
ირაკლი კობახიძე

ეს პარტიები არიან პრაქტიკულად აყოლილი იმ კამპანიას, რომელსაც აწარმოებს რადიკალური ოპოზიცია, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რაიმე ფორმით ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეკითხვას, პარტია „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ინიციატივაზე ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების და სააკაშვილის წასვლის შესახებ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ,,გირჩი’’ და ,,მოქალაქეები’’ ამ ინიციატივით აკეთებენ მინიშნებას, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართულობის შესახებ.

,,პრაქტიკულად, მინიშნებას აკეთებენ ამ განცხადებით. ეს არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი. რაც ნაკლებად აჰყვებიან ეს პარტიები რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, მით უკეთესი იქნება მათთვის. სადამდე მიიყვანა საკუთარმა დღის წესრიგმა რადიკალური პარტიები, ყველა ხედავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ზურაბ აზარაშვილი: ამირან გამყრელიძის გადადგომა არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან
Next: „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია აჭარაში გარკვეულ პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.