,,არაფერ შუაში არ არის ვისი მოქალაქეა, რა ეროვნების არის, რა ეთნიკური ნიშნით ასხვავებთ თუ არა სხვებს, უნდა დავივიწყოთ ასეთი ქსენოფობიური მიდგომები. სოციალურ ქსელებში რა საშიში ტენდენცია წამოვიდა, ნახეთ? გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აყვნენ ამას, სამწუხაროდ. არადა, შეიძლება, ბევრს გულწრფელი ემოციები ამოძრავებდეს,’’- ამის შესახებ ,,ქართლი ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან დაგეგმილი საშიში ქსენოფობიური კამპანია გამოჩნდა, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი აყვა.
მისი განმარტებით, ეს კამპანია პროვოკაციას ემსახურება.
,,ისინი აყვნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს და კამპანიის დამგეგმავების პროვოკაციას, რომ ახლა თავს დავესხათ, გავაგდოთ და ა.შ. მერე სოც. ქსელებში, მათი სტატუსები გვხვდება – ერთ ქართველს თმა არ ჩამოუვარდეს, ერთი რუსი მთვრალი ტურისტის გამო. რა მთვრალი, რა ფხიზელი. ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ეროვნებას, ეთნიკურ კუთვნილებას, რომელი ვისი ქვეყნის მოქალაქეა, ამას თუ გადავდებთ გვერდზე და თქვენ რა კითხვაც დასვით, ამ კითხვას დაუსვამთ, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ეს აბსოლუტურად სხვა საკითხი იქნება.
მაგრამ, როგორც კი ეთნიკური ნიშნით აკეთებთ ამას, ნაციონალური კუთხით, იმ წამსვე და თან, მით უმეტეს, კამპანიას მიაყოლებ, რომ ესენი ახლა უნდა გავყაროთ და დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას გამოიყენებ, ეს არის ქსენოფობია. შესაბამისად, ქსენოფობია იმაში მდგომარეობს, რომ შენ მოუწოდებ ადამიანებს, რომ ეთნიკური ნიშნით, ეროვნული ნიშნით, მოქალაქეობის ნიშნით, ვიღაცა დაუპირისპირდეს.
ამას აღვივებენ. როგორც კი ეს არის რუსი, ის არის ქართველი, ის არის უკრაინელი, ის არის ბელორუსი, ის არის სხვა ერის წარმომადგენელი და ამ ნიშნით რაღაც ზემოქმედებას ცდილობ ვიღაცაზე და მით უმეტეს, კამპანიის აგორებით და შემდეგ, სახალხო დამცველი, რომ ამას ამართლებს და გვიყვარდეს თუ არ გვიყვარდეს აი, ამას ქვია დისკრიმინაცია და შემდეგ ქსენოფობია. ამ ნიშნით არ უნდა გაბრაზდე ვიღაცაზე და ამ ნიშნით, არ უნდა გამოხატო სიძულვილი და ზიზღის ენა, თორემ შეიძლება ოკუპანტს ოკუპანტი დაარქვა, მტერს მტერი და მეგობარს მეგობარი. აქ ვერავინ შეგეკამათებათ კი არა, მორალურად ვალდებულები ხართ თქვენც და ჩვენც, მაგრამ ამ მორალურ ვალდებულებას, თუ აურევთ უკვე ვიღაცის სიძულვილში იმიტომ, რომ ის ეროვნებით სხვა ერის წარმომადგენელია, თუნდაც იმ ქვეყნის, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, აქ იჩენს უკვე ქსენოფობია თავს და სახალხო დამცველმა კი არ უნდა გაამართლოს, უნდა თქვას სიმართლე, რასაც ახლა მე თქვენ გელაპარაკებით,’’- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამას, ხომ მოხერხება და მზაკვრული დაგეგმვა უნდა, საქართველოში ეკლესიაში მივარდე...