Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მცხეთის მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

მარშალ პრესი 05/08/2022
012

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიწმენდს, ძველ ქანდას, აღდგომლიანთკარსა და ვაზიანს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ახალი საბავშვო ბაღები შეემატა.
მაშტაბური პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.

თითოეული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი, ბაღებში დაცულია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ოთხივე შენობაში დასრულებულია შიდა სარემონტო სამუშაოები, ჩატარდა ეზოს გამწვანებისა და სათამაშო მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები, შენობების შიდა სივრცე უკვე აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, ტექნიკით და ბავშთა გასართობი და შემეცნებითი სათამაშოებით.

დასრულებული სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ბაჯაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. „განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტი, ოთხივე სოფელში პირველი საბავშვო ბაღი აშენდა. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ეს დიდი შეღავათი იქნება, რადგან მათ ყოველდღიურად, სხვა სოფლებში უწევდათ ბავშვების ტარება“ – განაცხადა გიორგი ბაჯაძემ. ახალ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელები სექტემბერიდან მიიღებიან.

Continue Reading

Previous: სოციალურ ქსელებში საშიში ტენდენცია წამოვიდა – გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აყვნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების დაგეგმილ კამპანიას
Next: ირაკლი ოქრუაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს რუსი ტურისტები რესტორნებში მოკლან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025