Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რადგან საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა, მათი გეგმა ჩავარდა და ახალი ამუშავდა: ქსენოფობიის მაქსიმალურად გაღვივება, რასაც შესაძლოა დაპირისპირება და პროვოკაცია მოჰყვეს

მარშალ პრესი 05/08/2022
ლადო ბოჟაძე

„ქსენოფობია არის სირცხვილი, ხოლო მისი გაღვივება დანაშაული! ომის და ღალატის პარტია, მისი პარტიული, ენჯეო და მედია დანამატებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ყველაფერს აკეთებს საქართველოს ომში ჩასართავად“- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით არეულობას, დესტაბილიზაციას და რევოლუციას არც ქართველი ხალხი და არც ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს! „ქსენოფობია არის სირცხვილი, ხოლო მისი გაღვივება დანაშაული! ომის და ღალატის პარტია, მისი პარტიული, ენჯეო და მედია დანამატებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ყველაფერს აკეთებს საქართველოს ომში ჩასართავად:

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნებისკენ მოწოდებები, მოხალისეებისთვის ჩარტერული რეისების დანიშვნის მოთხოვნა, სანქციების დაწესება, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ყალბი ინფორმაციების გავრცელება და სხვა.

რადგან საქართველოს ხელისუფლებამ 24 საათიან რეჟიმში მუშაობით მოახერხა ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფა და მათი გეგმა ჩავარდა, დღეს უკვე ახალი გეგმა ამუშავდა: ქსენოფობიის მაქსიმალურად გაღვივება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს დაპირისპირება და პროვოკაცია, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას ესკალაციამდე და რუსეთ-საქართველოს ომის ახალ ეტაპამდე მიიყვანს. არც ეს გეგმა გამოგივათ, არც არეულობა, დესტაბილიზაცია და რევოლუცია, ამას არც ქართველი ხალხი და არც ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს!“- წერს ბოჟაძე.

Continue Reading

Previous: პროვოკატორს უნდა დავარქვათ პროვოკატორი და შენ, ამ პროვოკაციის განხორციელებაში, ხელი არ უნდა შეუწყო
Next: სოციალურ ქსელებში საშიში ტენდენცია წამოვიდა – გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აყვნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების დაგეგმილ კამპანიას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025