Skip to content
05/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ, კითხვების დასმა და მასზე პასუხის მოთხოვნა, თავდასხმად არ უნდა განიხილებოდეს

მარშალ პრესი 03/08/2022
მამუკა მდინარაძე

,,ჩვენ, არც ადრე და არც ახლა, კითხვებს არ ვსვამდით და არც ვსვამთ, მაგრამ რადგან მის მიმართ კითხვები დაისვა, ჩვენი გულწრფელი რჩევა იყო, რომ ამ კითხვებზე პასუხები გაცემულიყო, რომ შემდეგ ცუდი გაგრძელებები არ მოჰყოლოდა. თუმცა, ასეთი მკაფიო პასუხები ვერ გავიგეთ.’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კითხვების დასმა და მასზე პასუხების მოთხოვნა თავმოყვარე სახელმწიფოში თავდასხმად არ უნდა განიხილებოდეს. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მისამართით ისმევა შეკითხვა.

,, მაგრამ, ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ და თქვენც თუ ამაში მიერთდებით, რომ ვართ სახელმწიფო, კითხვების დასმა და მასზე პასუხის მოთხოვნა, თუ რჩევა, თავმოყვარე სახელმწიფოში თავდასხმად არ უნდა განიხილებოდეს და თავმოყვარე პოლიტიკოსებმა ეს არ უნდა ილაპარაკონ. დღეს, საქართველოში არიან, სამწუხაროდ, პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არის თავდასხმა. ქვეყნის გარეთ, ვიღაცამ რომ შეაფასოს, ეს გასაგებია, მან შეიძლება სუბიექტურად დაიცვას თავისი მეგობარი, ეს აბსოლუტურად გასაგებია. მაგრამ ქართველი, როდესაც კითხვის დასმას, რადგან ამერიკის ელჩია, უწოდებს თავდასხმას, ეს თავმოყვარე სახელმწიფოს წარმომადგენელმა, ოპოზიციის კი არა, ვინც არ უნდა იყო, არ უნდა თქვა. დიახ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს ამ ქვეყნის წინაშე მის მიმართ კითხვის დასმას, თავდასხმა დაარქვა, ეს თავმოყვარე სახელმწიფოში არც ოპოზიციონერმა და არც ხელისუფლების წარმომადგენელმა ასე არ უნდა იკადროს,’’– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნების” ლიდერებმა სამეგრელო -ზემო სვანეთში შეხვედრა გამართეს
Next: ნიკანორ მელიამ გათქვა საიდუმლო და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადებები ადვოკატების ტაქტიკაა და მეტი არაფერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.