Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ქართული ოცნების” ლიდერებმა სამეგრელო -ზემო სვანეთში შეხვედრა გამართეს

მარშალ პრესი 03/08/2022
ირაკლი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ზუგდიდში, პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი ბერაია, დაჩი ბერაია, ირაკლი ხახუბია, ლევან მგალობლიშვილი, ედიშერ თოლორაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პარტიის ლიდერებმა შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს და საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს.
რეგიონული შეხვედრები უკვე გაიმართა კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან.

Post navigation

Previous: მეგი გოცირიძე ღამღამობით, რუსულნომრიან ავტომობილებს საბურავებს უხეთქავს
Next: ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ, კითხვების დასმა და მასზე პასუხის მოთხოვნა, თავდასხმად არ უნდა განიხილებოდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.