Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ამერიკის ადმინისტრაცია ანგრევს შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციას. სწორედ ამიტომ ქმნის ადგილობრივი მედია წინააღმდეგობრივ ბარიერებს, რათა დანაშაულებრივი სქემა არ გახდეს ცნობილი შვეიცარიელი ხალხისთვის

მარშალ პრესი 02/08/2022
ვატო შაქარიშვილი

აღარავის ეპარება ეჭვი, რომ კოორდინირებულ პროცესთან გვაქვს საქმე. ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ანგრევს შვეიცარიული საბანკო სისტემის საუკუნოვან რეპუტაციას, – ასე ეხმიანება ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი ზაზა შათირიშვილის მოსაზრებას.

როგორც შაქარიშვილი წერს, ჩვენს თვალწინ არის სრული ფაზლი, რომლის მეშვეობითაც ივანიშვილის დაშანტაჟებას ცდილობდნენ.

,,აღარავის ეპარება ეჭვი, რომ კოორდინირებულ პროცესთან გვაქვს საქმე. ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ანგრევს შვეიცარიული საბანკო სისტემის საუკუნოვან რეპუტაციას. სწორედ ამიტომ ქმნის ადგილობრივი მედია წინააღმდეგობრივ ბარიერებს, რათა აღნიშნული დანაშაულებრივი სქემა არ გახდეს ცნობილი შვეიცარიელი ხალხისთვის.

საქართველოს კონტექსტში კი, დიდი ხანია ცხადია, რომ ეს ისტორია ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის პროექტის ნაწილია. ჩვენს თვალწინ არის სრული ფაზლი, რომლის ფრაგმენტებიც იყო – ივანიშვილის შანტაჟი ბანკის მხრიდან; ევროპარლამენტის ისტორიულად სამარცხვინო რეზოლუცია; უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტის შესახებ; ევროჩინოსნების და სხვა უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები; კანდიდატის სტატუსის უსამართლოდ არმონიჭება; ტექნიკური მთავრობის მოთხოვნის მხარდაჭერა; დეივანიშვილიზაციის კამპანია; ამერიკის ელჩის შეხვედრა ივანიშვილთან და ზოგადად მისი ბოლოდროინდელი ქმედებები; საქართველოში სხვა ქვეყნების აგენტურის მავნებლური საქმიანობა და ხმამაღალი განცხადებები ომის შესახებ…. საბედნიეროდ, ხელისუფლების სწორი პოლიტიკით და ქართველი ხალხის გონიერებით, მშვიდობისთვის ბრძოლის ერთი დიდი ეტაპი მოგებულია, მაგრამ პროექტი ძალაშია!” – წერს შაქარიშვილი.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ უფრო მჭიდრო კავშირი იყოს აშშ-თან და ევროკავშირთან, ოღონდ ეს უნდა იყოს ღია პროცესი
Next: არჩილ თალაკვაძე: საქართველოს არსებობის 5000-წლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.