Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს არსებობის 5000-წლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს

მარშალ პრესი 02/08/2022
არჩილ თალაკვაძე

საქართველოს არსებობის 5000-წლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.

თალაკვაძის თქმით, ეს განცხადება და შემდეგ გაკეთებული განმარტებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა რთულ ბეწვის ხიდზე უწევს საქართველოს გავლა.

„ვიმყოფებით რთულ რეგიონში, საფრთხეებით და გამოწვევებით სავსე დროში, როცა ყველა მხრიდან საქართველოს მშვიდობას კონკრეტული საფრთხე ემუქრება, მათ შორის რუსეთი აგრძელებს საქართველოს უკანონო ოკუპაციას და ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას საერთაშორისო პრინციპების დაცვით, რომ შევძლოთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გრძელვადიანი უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დიმიტრი მედვედევის გვერდზე გაჩნდა პოსტი, რომელშიც საქართველოზეც იყო საუბარი. კერძოდ, პოსტის ავტორი წერდა, რომ „რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს შეერთებამდე ის საერთოდ არ არსებობდა, ხოლო ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია შეიძლება გაერთიანებული იყოს მხოლოდ რუსეთის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“. მოგვიანებით მედვედევის თანაშემწემ განაცხადა, რომ სოცქსელის გვერდი ჰაკერებმა გატეხეს და პოსტი მედვედევს არ ეკუთვნოდა.

Continue Reading

Previous: ვატო შაქარიშვილი: ამერიკის ადმინისტრაცია ანგრევს შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციას. სწორედ ამიტომ ქმნის ადგილობრივი მედია წინააღმდეგობრივ ბარიერებს, რათა დანაშაულებრივი სქემა არ გახდეს ცნობილი შვეიცარიელი ხალხისთვის
Next: დიმიტრი ხუნდაძე: მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიზანი იქნება, რომ ეს ძალა გავხადოთ რეალური და ანგარიშგასაწევი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025