Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ უფრო მჭიდრო კავშირი იყოს აშშ-თან და ევროკავშირთან, ოღონდ ეს უნდა იყოს ღია პროცესი

მარშალ პრესი 02/08/2022

ჩვენი სურვილია, რომ უფრო მჭიდრო კავშირი იყოს აშშ-თან და ევროკავშირთან. ოღონდ ეს უნდა იყოს ღია პროცესი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარტიის ჩამოყალიბებას „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები არ განიხილავენ.

„ჩვენი სურვილია, რომ უფრო მჭიდრო კავშირი იყოს აშშ-თან და ევროკავშირთან. ოღონდ ეს უნდა იყოს ღია პროცესი და არ უნდა მოხდეს ხელისუფლებაზე კულუარებში ზეწოლა, რათა სხვაგვარად მოხდეს აქ ყველაფერი და რევოლუციური სცენარი განვითარდეს. ჩვენი მოვალეობაა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას“, – აცხადებს ყაველაშვილი.

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს.

Post navigation

Previous: არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია უკვე გადასულია თავის მართლების რეჟიმში
Next: ვატო შაქარიშვილი: ამერიკის ადმინისტრაცია ანგრევს შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციას. სწორედ ამიტომ ქმნის ადგილობრივი მედია წინააღმდეგობრივ ბარიერებს, რათა დანაშაულებრივი სქემა არ გახდეს ცნობილი შვეიცარიელი ხალხისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.