Skip to content
19/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ნებისმიერი გლობალური ინსტიტუტი არ არის მხოლოდ ბიზნეს ინტერესების მატარებელი, მასში თანაბრად მონაწილეობენ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები

მარშალ პრესი 02/08/2022
ვიქტორ ყიფიანი

ჩვენ გამოვდივართ იმ უცნაური კომუნიკაციის ჯაჭვიდან, რაც ბანკის მხრიდან ჩვენი მისამართით გაჟღერდა. მოგეხსენებათ, პირველი საგანგაშო და ჩვენთვის ყოვლად გაუგებარი სიგნალი იყო აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და შემდეგ, ეს უცნაური ჯაჭვის წრე ჩაიკეტა ევროპარლამენტის ცნობილი რეზოლუციის ცნობილი ჩანაწერით, – ამის შესახებ, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

როგორც ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, ნებისმიერი გლობალური ინსტიტუტი არ არის მხოლოდ ბიზნეს ინტერესების მატარებელი. მისი განცხადებით, თუ მხედველობაში მივიღებთ უცნაურ მიმოწერას ბანკთან, სწორედ ეს გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს.

„ამ ორ მოვლენას, ამ ორ განცხადებას შორის მთელი რიგი ფაქტები ჩვენ გვკადრულობს იმ ეჭვების დასაბუთებას, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ. ერთი რამ, კიდევ რაც მინდა საგანგებოდ ვთქვა, რომ თანამედროვე სამყარო მოწყობილია იმგვარად, რომ ნებისმიერი გლობალური ინსტიტუტი არ არის მხოლოდ ბიზნეს ინტერესების მატარებელი. თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს, ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემას, მასში თანაბრად მონაწილეობენ არა მარტო სახელმწიფო აქტორები, არამედ გავლენას, ამინდს და ფონს ქმნიან არასახელმწიფო აქტორებიც. ჩვენ თუ მივიღებთ მხედველობაში Credit Suisse-ის, როგორც საფინანსო ინსტიტუტის ბუნებას და იმ უცნაურ მიმოწერას, რაზედაც მე თქვენ გითხარით, აი ეს ყველაფერი ბუნებრივია, ჩვენში ბადებს საფუძვლიან ეჭვს,’’– განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

Post navigation

Previous: თავისუფალი სიტყვა, იმ ქვეყანაში, რომელიც ოდითგანვე დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ციტადელად ითვლებოდა, დანგრევის პირასაა
Next: საკითხის გაჭიანურებით ფაქტია, რომ არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას აზიანებს, არამედ სისტემის საიმედო რეპუტაციას კრახისკენ მიაქანებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.