Skip to content
11/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

საკითხის გაჭიანურებით ფაქტია, რომ არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას აზიანებს, არამედ სისტემის საიმედო რეპუტაციას კრახისკენ მიაქანებს

მარშალ პრესი 02/08/2022
ოთარ ანგურიძე

„ჯერი მსოფლიო ფინანსური მამებზეა გადაარჩინონ შვეიცარიის საბანკო სისტემა თუ დაიწყონ ახალი საიმედო სისტემის შექმნა სხვა გეოგრაფიულ ლოკაციაზე“- წერს ეკონომისტი ოთარ ანგურიძე ბიძინა ივანიშვილის შვეიცარიული ბანკთან, Credit Suisse-თან არსებული დავის შესახებ.

მისი თქმით „კრედიტ სუის“-თან არსებულმა მოვლენამ დიდი კითხვის ნიშნები დააყენა მთლიანად შვეიცარიული საბანკო სისტემის საიმედოობისა და გიგანტობის შესახებ.

„მსოფლიო ფინანსური არქიტექტურა ძირეულ ცვლილებებს განიცდის. ჯერ კიდევ 2008 წლის კრიზისიდან დაიწყო ამ პროცესის მსვლელობა, თუმცა ჯერ ჩამოუყალიბებელ პროცესში მოუსწრო კოვიდ-პანდემიამ და ახლა კი, რუსეთ უკრაინის ომიდან გამომდინარე სანქციებმა თავდაყირა დააყენა ჯერ ისევ ჩანასახში მყოფი მსოფლიოს ახალი ფინანსური არქიტექტურა.
ბოლო პერიოდის შვეიცარიული საბანკო სისტემის მნიშვნელოვან მოთამაშე „კრედიტ სუი“-სთან არსებულმა მოვლენამ დიდი კითხვის ნიშნები დააყენა მთლიანად შვეიცარიული საბანკო სისტემის საიმედოობისა და გიგანტობის შესახებ.

ნამდვილად ვერ გავამახვილებ ყურადღებას საქმის სამართლებრივ ნაწილზე, თუმცა ის ფაქტი, რომ ივანიშვილმა რამდენიმე სასამართლო მოუგო შვეიცარიის საბანკო სისტემის ერთ-ერთ ძირითად მოთამაშეს და ამ დროს „კრედიტ სუისი“ მხოლოდ დუმილით და სასამართლო გადაწყვეტილების არ შესრულებით შემოიფარგლება ნიშნავს, რომ ან ბანკის მენეჯმენტშია სერიოზული პრობლემა და ან კიდე ერთი კონკრეტული ბანკი გახვეულია ფინანსურ დანაშაულში რაც შესაბამის რეაგირებას მოითხოვს. თუმცა, აქ ჩნდება ყველაზე დიდი კითხვა შვეიცარიული საბანკო სისტემის მარეგულირებლის მიმართ… თუმცა, აქაც საერთაშორისო დუმილი…

საკითხის გაჭიანურება ფაქტია, რომ არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებ(ებ)ს აზიანებს, არამედ სისტემის საიმედო რეპუტაციას კრახისკენ მიაქანებს, რაც ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს შვეიცარიის საბანკო სისტემიდან ფინანსების გადინების გარდაუვალობას.

თუმცა, არც ისაა გამორიცხული რომ ყველაზე სტაბილურ ევროპის კონტინენტზე ომმა აზრი დააკარგვინა შვეიცარიისა და მისი საბანკო სისტემის საიმედოობის საკითხს.
ახლა კი, ჯერი მსოფლიო ფინანსური მამებზეა გადაარჩინონ შვეიცარიის საბანკო სისტემა თუ დაიწყონ ახალი საიმედო სისტემის შექმნა სხვა გეოგრაფიულ ლოკაციაზე“- წერს ოთარ ანგურიძე.

Post navigation

Previous: ნებისმიერი გლობალური ინსტიტუტი არ არის მხოლოდ ბიზნეს ინტერესების მატარებელი, მასში თანაბრად მონაწილეობენ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები
Next: ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ დავაზე იმაზე მეტი რაღა უნდა ითქვას, როდესაც ბანკს არგუმენტად მიკერძოებული ევროპარლამენტარების მიერ დაწერილი რეზოლუცია მოჰყავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.