Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

თავისუფალი სიტყვა, იმ ქვეყანაში, რომელიც ოდითგანვე დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ციტადელად ითვლებოდა, დანგრევის პირასაა

მარშალ პრესი 02/08/2022
ნინო ფოჩხუა

ქვეყნის და მისი საბანკო სისტემის რეპუტაციული ზიანი შემკვეთთან თანხვედრაშია, რაც ძალიან სამწუხაროა,- ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ პრეს-რელიზს ეხმიანება. მისი თქმით ის ნამდვილად მისასალმებელია, რომ ბანკთან მიმოწერა გამოქვეყნდება და საჯარო გახდება, რაც სიმართლეს ახდის ფარდას.

„გამაოგნებელია ის რაც წავიკითხე. ის ევროპული ღირებულებები, რისთვისაც ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის იღწვის, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თავისუფალი სიტყვა, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტია რაზეც დგას ევროპა, იმ ქვეყანაში, რომელიც ოდითგანვე დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ციტადელად ითვლებოდა, დანგრევის პირასაა. ადვილი მისახვედრია, შვეიცარული მედია ტოტალური კონტროლის ქვეშ არის. ე. ი. მოინდომა „ვიღაცამ“, სულ რომ ქვეყნის ავტორიტეტს ეხებოდეს, ის სტატია დაიბლოკება. ასე ხდება ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, როგორც კი მისმა ადვოკატებმა სცადეს „Credit Suisse-ის“ მოქმედ მენეჯმენტზე კრიტიკული წერილის გამოქვეყნება, უმალ დაიბლოკა, ხოლო ბანკზე კი არა. რა უნდა იფიქრო, გარდა იმისა, რომ ქვეყნის და მისი საბანკო სისტემის რეპუტაციული ზიანი შემკვეთთან თანხვედრაშია, რაც ძალიან სამწუხაროა. ის კი ნამდვილად მისასალმებელია, რომ ბანკთან მიმოწერა გამოქვეყნდება და საჯარო გახდება, რაც სიმართლეს ახდის ფარდას“- წერს ნინო ფოჩხუა.

Continue Reading

Previous: ოლიგარქები სახლში და პარტიებში მოიკითხეთ – ზურაბ ქადაგიძე
Next: ნებისმიერი გლობალური ინსტიტუტი არ არის მხოლოდ ბიზნეს ინტერესების მატარებელი, მასში თანაბრად მონაწილეობენ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025