IMG.GE ___________________________________ IMG.GE

“მთავარი არხი”-ს კულტურის ბლოკის ჟურნალისტმა მაია ლომიძემ, პროტესტის ნიშნად, ნინო ანანიაშვილის მიერ ნაჩუქარი პუანტები ნაგავში გადაყარა. ამის ამსახველი ვიდეომასალა მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ეს ნაბიჯი ჟურნალისტმა მას შემდეგ გადადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ ანანიაშვილი, რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელად ინიშნება.

რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეგობრებმა საქველმოქმედო აუქციონი მოაწყვეს. ნინო ანანიაშვილს ვთხოვეთ, რაიმე ნივთი შემოეწირა. მართლაც გადმოგვცა თავისი პუანტები, რომელშიც 1998წ უცეკვია. ერთი ბიჭი გამომყვა კაი ხანს ვაჭრობაში, მაგრამ არ დავუთმე და ყველაზე ძვირფასი ლოტი მე დამრჩა. მას შემდეგ კარადაში ვინახავდი, მათ გამოსაფენად შესაბამისი თარო, ნიშა, დისპლეი აქამდე ვერ მოვიფიქრე. ახლა მივხვდი, სადაა მათი ადგილი

ო, როგორ დამენანა! პუანტებიც, ცხადია, მაგრამ უფრო მეტად ბრწყინვალე კარიერის ასეთი სამარცხვინო დასასრული. რუსეთი ოკუპანტია! ყველა კოლაბორაციონისტი – ნონ გრატა! ხოლო ზოგიერთი – PRIMA NON GRATAE”– წერს მაია ლომიძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება