Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ შექმნილი და საზოგადოებისთვის მიწოდებული სხვადასხვა კონფიგურაცია მმართველ გუნდს ზიანს ვერ მიაყენებს

მარშალ პრესი 23/07/2024
dimitri khundadze

„საზოგადოების მთავარი დაკვეთა – საქართველო, მშვიდობიანად და ღირსეულად გახდეს დასავლეთის ოჯახის წევრი შესრულებული იქნება,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აუცილებლად პოზიტიური იქნება.

დეპუტატმა საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ დაყოფით მმართველ გუნდს ზიანი არ მიადგება, თუმცა დაზარალდება მათი ამომრჩეველი.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ შექმნილი და საზოგადოებისთვის მიწოდებული სხვადასხვა კონფიგურაცია მმართველ გუნდს ზიანს ვერ მიაყენებს. რაც უფრო მეტად დაიყოფიან, მით უფრო მეტად დაყოფენ საკუთარ ამომრჩეველს.

„ხალხის ძალამ“ მმართველი გუნდიდან გამოყოფის მიზეზი თავის დროზე განმარტა. ვფიქრობდით, რომ სიმართლე, მიმდინარე მოვლენებზე უფრო ღიად იყო სათქმელი. ჩვენი გუნდი უმრავლესობიდან არ გასულა, არც ღირებულებითი აცდენა გვქონია და ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებშიც ერთად მივიღებთ მონაწილეობას. ბოლოდროინდელმა გარემოებებმა, სიმართლის თქმის ტონალობაშიც სხვაობა გააქარწყლა და მმართველი გუნდი, ახლა უკვე „ხალხის ძალასთან“ ერთად პირდაპირ ამბობს, იმ სათქმელს, რაც აუცილებელია ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებისათვის. ამ ურთულესი ვითარებიდან საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალი სიმართლის თქმა და საზოგადოების ერთობაა.

ოპოზიციას არაფერი ღირებულებითი არ გააჩნია. შეგახსენებთ, როგორ ლანძღავდნენ დონალდ ტრამპს. მოიხსენიებდნენ კლოუნად, ოლიგარქად, რუსეთთან დაახლოებულ პირად. დღეს კი შეცვალეს ტონალობა. ისინიც ხვდებიან, რომ ტრამპი არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს. უკვე ჩადიან ამერიკაში და რესპუბლიკელების ღონისძიებას ესწრებიან ესწრებიან.

ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს უკრაინაში ომის დასრულებაზე. მიმაჩნია, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მსოფლიო პოლიტიკა პოზიტიურ რელსებზე გადაეწყობა. აუცილებლად დალაგდება ურთიერთობები ამერიკასა და საქართველოს შორის. რა თქმა უნდა, ომის პარტია თავის მიზანს ვერ მიაღწევს.

ჩვენი პოლიტიკური ხვალინდელი დღე დასავლეთთან მიმართებაში პოზიტიური იქნება და საზოგადოების მთავარი დაკვეთა – საქართველო მშვიდობიანად და ღირსეულად გახდეს დასავლეთის ოჯახის წევრი, შესრულებული იქნება, “ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Continue Reading

Previous: მე და რამდენიმე მესაკუთრემ მცხეთაში, ცენტრში მდებარე ძვირადღირებული ქონება უფასოდ ჩავაბარეთ სახელმწიფოს და ალტერნატივად ნაკლებად ღირებული ქონება მივიღეთ გარეუბანში, რადგან ქალაქის ინტერესები პირადზე უპირატესია
Next: პეტრე მამრაძე “ერთიან ნეიტრალურ მოძრაობას” უერთდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025