Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯერ რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, ქვეყანაში არ შემოვუშვათო და აქციებს მართავდნენ. ახლა კი – აუცილებელია ექსპორტი რუსეთთანო

მარშალ პრესი 23/07/2024
zurab kadagidze

„სინდისთან რომ კომპრომისებზე არიან წასულები, მაგიტომაც არის დღევანდელი ოპოზიცია ყველაზე სამარცხვინო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში.“ – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი ოპოზიციის რიტორიკის ცვლილებას აფასებს. ქადაგიძე იხსენებს რუსეთთან მიმართებით ოპოზიციის განცხადებებსაც და აღნიშნავს, რომ რუსოფობიის გაღვივების შემდეგ, ოპოზიცია რუსეთთან ექსპორტის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ანალიტიკოსის თქმით, ოპოზიციის დამოკიდებულება შეიცვალა ტრამპთან მიმართებითაც – თუ დონალდ ტრამპი აქამდე ამერიკის სირცხვილი იყო ქართული ოპოზიციისთვის, დღეს მას დემოკრატიის დამცველს უწოდებენ.

„სინდისთან რომ კომპრომისებზე არიან წასულები, მაგიტომაც არის დღევანდელი ოპოზიცია ყველაზე სამარცხვინო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში.
ჯერ რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, ქვეყანაში არ შემოვუშვათო და აქციებს მართავდნენ.

ახლა კი აუცილებელია ექსპორტი რუსეთთანო… ტრამპი პუტინის პროექტად მონათლეს, კლოუნს, ამერიკის სირცხვილს უწოდებდნენ და ახლა დემოკრატიის დამცველიაო…
საკუთარ მამიდებს გამოდებენ პანელზე, ოღონდ რაიმე სარგებელი ნახონ.
ამ, უპრინციპო მანქურთებისგან უნდა გაიწმინდოს საზოგადოება!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა
Next: მე და რამდენიმე მესაკუთრემ მცხეთაში, ცენტრში მდებარე ძვირადღირებული ქონება უფასოდ ჩავაბარეთ სახელმწიფოს და ალტერნატივად ნაკლებად ღირებული ქონება მივიღეთ გარეუბანში, რადგან ქალაქის ინტერესები პირადზე უპირატესია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025