საზოგადოება

ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში…იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი-...
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის თავის...
რომ არა მოსამართლეები, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებით სასამართლო სისტემას, სამართალს ჩვენს ქვეყანაში, ამ მასშტაბის ცვლილებები არ დადგებოდა – კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენი წვლილისთვის იმ საქმეში, რასაც ჰქვია დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  არსებული ხელისუფლების პირობებში  ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიღწევა უკავშირდება სწორედ სასამართლო სისტემაში მდგომარეობის გაჯანსაღებას. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, მოსამართლეებთან შეხვედრა. ჩვენი...
ანრი ოხანაშვილს აქვს მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გამოცდილება და არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი, ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს შემდეგი 6 წლის განმავლობაში წარმატებები უსურვა. „ყოველთვის არის ორი ძირითადი კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. ამ ორივე კუთხით, ანრი ოხანაშვილი არის აბსოლუტურად გამორჩეული. ის არის ძალიან კომპეტენტური, მას აქვს დიდი გამოცდილება, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გამოცდილება და ის არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი. ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. არა მარტო ძალიან კარგი კანდიდატია ანრი ოხანაშვილი ამ თანამდებობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ხელმძღვანელობისთვის, არამედ, ის არის ყველაზე მეტად შესატყვისი ამ თანამდებობისთვის, გამომდინარე მისი გამორჩეული კომპეტენციიდან, და გამორჩეული კეთილსინდისიერებიდან.  მინდა მას წარმატებები ვუსურვო შემდეგი 6 წლის განმავლობაში”, – განაცხადა პრემიერმა.