Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აკაკი ალადაშვილი: საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია – ეს შედეგი მნიშვნელოვანი მიღწევაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, თუმცა ჩვენი გუნდის მუშაობით, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს მივაღწევთ

მარშალ პრესი 22/08/2025
akaki aladashvili

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ალადაშვილი ეხმიანება ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ევროპის ანტიკორუფციული კვლევის ცენტრის ანგარიშს, რომლის თანახმადაც, საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

აკაკი ალადაშვილის განცხადებით, აღნიშნული შედეგი მნიშვნელოვანი მიღწევაა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.

„საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

ევროკომისიის ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში 10-დან 6.63 ქულა მიიღო და მსოფლიო რეიტინგში 36-ე ადგილზეა, რაც ქვეყანას ევროპის ოცეულში აყენებს.
ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებსა და ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს, მათ შორის პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთს, ესპანეთს, პოლონეთსა და სხვას.

სასამართლოს დამოუკიდებლობა დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია. სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო ქმნის გარანტიას, რომ სამართალი ყველა მოქალაქისთვის თანაბრად მოქმედებს და უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო სექტორი, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის ცენტრის კვლევის თანახმად, კეთილსინდისიერების რეიტინგით მსოფლიოში 29-ე, ხოლო გამჭვირვალობის ინდექსით 19-ე ადგილზეა.

ეს შედეგი მნიშვნელოვანი მიღწევაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, თუმცა ჩვენი გუნდის მიზანმიმართული მუშაობით, ძალისხმევითა და მონდომებით კიდევ უფრო მაღალ შედეგებს მივაღწევთ“,- წერს აკაკი ალადაშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ბრაზილიის სენატსა და დეპუტატთა პალატაში შეხვედრები გამართა
Next: დეზინფორმაციას ე.წ. მიტაცებულ ქართულ მართლმსაჯულებაზე ევროკავშირი უარყოფს, ინსინუაციები რომ გამოირიცხოს – ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშში, საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა ევროპის ტოპ ოცეულშია, მსოფლიო რეიტინგში – 36-ე ადგილზეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.