Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების, ახლობლების მწუხარებას და სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ

მარშალ პრესი 30/07/2022
დავით ზალკალიანი

აშშ-ში საქართველოს ელჩი – დავით ზალკალიანი, გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გუდაურში. ჩვენი გმირი მაშველები, მედიკოსები და მფრინავები, საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს, სიცოცხლის გადასარჩენად, ტრაგიკულად დაიღუპნენ. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების, ახლობლების მწუხარებას და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!“, – აღნიშნავს ზალკალიანი.

დიპლომატი, მძიმე დროს სოლიდარობის გამოხატვისთვის, მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს. „მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ მძიმე დროს სოლიდარობისთვის!“, – წერს ზალკალიანი.

მომხდარ ტრაგედიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელ​ი ნედ პრაისი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა სახელმწიფო შენობაზე.

Post navigation

Previous: მაიკო ელოშვილი: არ მთავრდება ადამიანურ ტრაგედიებზე პოლიტიკური ქულების დაწერა, ყალბი ჭირისუფლობა, მგლოვიარე პოზების მიღება
Next: გუდაურში დაშავებული პარაპლანისტის დედა: ვინც ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა და მის გამო დაიღუპა, მათ ოჯახებს დიდ სამძიმარს ვუცხადებ, მუხლმოდრეკილი ვევედრები, მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.