Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მაიკო ელოშვილი: არ მთავრდება ადამიანურ ტრაგედიებზე პოლიტიკური ქულების დაწერა, ყალბი ჭირისუფლობა, მგლოვიარე პოზების მიღება

მარშალ პრესი 30/07/2022
2552

,,რა საოცარი ხალხი ვართ. ყველაფერი ვიცით, არაფერში გვჭირდება პროფესიონალების აზრი. არც გამოძიების შედეგებს ველოდებით, ისე გამოგვაქვს განაჩენი,” – ასე ეხმიანება გუშინ, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას facebook მომხმარებელი მაიკო ელოშვილი.

როგორც ელოშვილი წერს, არ მთავრდება ადამიანურ ტრაგედიებზე პოლიტიკური ქულების დაწერა.

,,რა საოცარი ხალხი ვართ. ყველაფერი ვიცით, არაფერში გვჭირდება პროფესიონალების აზრი. არც გამოძიების შედეგებს ველოდებით, ისე გამოგვაქვს განაჩენი.

უკვე დახვრიტეს ყველა: ივანიშვილიდან დაწყებული, დამთავრებული – პარაპლანის ბიზნესით დაკავებული ადამიანებით. არ მთავრდება ადამიანურ ტრაგედიებზე პოლიტიკური ქულების დაწერა, ყალბი ჭირისუფლობა, მგლოვიარე პოზების მიღება.

სხვა ქვეყნების ფონდებიდან დაფინანსებული “ლეშის ხოჭოებისგან”, ვინც გუშინ, კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და საკუთარი ფან-კლუბის ადამიანურ ემოციებზე ითამაშა, არაფერია გასაკვირი. ეს პოლიტიკური ტექნოლოგიაა. მათ ასე ასწავლეს…

მე ის უფრო მაფიქრებს, ვინც მათ ამ ყალბ პათოსს იზიარებს და იწონებს.

მეგობრებო, დააკვირდით პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონეთა ფსიქიკურ მდგომარეობას. მათ არამოტივირებულ სიცილს, უადგილო ყვირილს, სახის უცნაურ მიმიკებს, ხელების უკონტროლო ქნევას, არაადეკვატურ მოძრაობებს, ყველა ოპონენტისთვის ტროლების და ბოტების ძახილს. დააკვირდით და იქნებ, აღარ მოგეწონოთ.

მერე ნუ გიკვირთ, ქართული პოლიტიკა არცთუ ჯანსაღი ფსიქიკის მქონე პირთა ასპარეზად რომ არის ქცეული და საქართველო – ერთ დიდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ.

როდემდე?” – წერს ელოშვილი.

Continue Reading

Previous: ისევ ჩასაფრებული სვავები – როცა მაშინდელი ერთპიროვნული მმართველი თავისი ხუშტურებისთვის ძვირადღირებული ტყავის სალონით უკვეთდა შვეულმფრენს, ვინმემ გააკრიტიკეთ, სამაშველო ვერსია რატომ არ იყიდეო?
Next: დავით ზალკალიანი: უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების, ახლობლების მწუხარებას და სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025