Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მას შემდეგ, როდესაც მშვიდობა დაისადგურებს, ვფიქრობ, იქნება შესაძლებლობა, ყველას ყველაფერი დავანახოთ – რეალურად ვინ არის უკრაინის მოძმე

მარშალ პრესი 03/04/2022
მიხეილ სარჯველაძე

მას შემდეგ, როდესაც მშვიდობა დაისადგურებს უკრაინაში, ვფიქრობ, იქნება შესაძლებლობა, ამ თემებზე ვისაუბროთ, მეტი სიცხადე შევიტანოთ და ყველას ყველაფერი დავანახოთ – რა არის ჭეშმარიტება და ვინ არის რეალურად უკრაინის მოძმე, – ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბრისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მან საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კუთხით ჩავარდნები იყო, რაც რა თქმა უნდა, ცუდია.

„მე ვერ ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში ეს რაიმე ფორმით საქართველოს ხელისუფულების ბრალი იყო ან ინსპირირებული რაიმე ფორმით ასეთი ვარდნები ურთიერთობაში. გაუმართლებელი აღმოჩნდა იგივე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები. ეს ნამდვილად არ ყოფილა პოზიტიური დინამიკის მიმცემი და პოზიტიური პროცესების აღმძვრელი ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებთან მიმართებაში. რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, შესწირეს სააკაშვილის ფაქტორს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მაინც და მაინც გამართლებული არ იყო. მიხვდნენ, თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ურთიერთობები კვლავ იგივე წრეზე წავიდა. ეს პრობლემური არის.

მას შემდეგ, როდესაც მშვიდობა დაისადგურებს უკრაინაში, ვფიქრობ, იქნება შესაძლებლობა, ამ თემებზე ვისაუბროთ, მეტი სიცხადე შევიტანოთ და ყველას ყველაფერი დავანახოთ – რა არის ჭეშმარიტება და ვინ არის რეალურად უკრაინის მოძმე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: ყველა დღევანდელი ქმედებითა და პროვოკაციით დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ომის პარტია“, მიხეილ სააკაშვილის არის „ომის პარტიის“ ლიდერი – ირაკლი კობახიძე
Next: რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს ამ დანაშაულებზე – ემანუელ მაკრონი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.