Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში “რუსთავი2”, ობიექტივი, ტვ “პირველი”- გაითიშება გავრცელების ქსელიდან

მარშალ პრესი 28/07/2022
სტერეო პლუსი1

ტელემაუწყებლობის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამავრცელებელი კომპანიის მიმართ არსებული დავალიანების არდაფარვის შემთხვევაში, ტელევიზიები “რუსთავი2”, ტვ პირველი და “ობიექტივი” გამოირთვება ქსელიდან. ამის შესახებ განცხადებას კომპანია “სტერეო პლუსი” ავრცელებს.

“მიუხედავად რიგი მაუწყებლების მიერ ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობისა, ამ დრომდე, ჩვენს კონტრაქტორებს ვემსახურებოდით უწყვეტად, თუმცა იძულებულნი ვართ, საკმაოდ დიდი ფინანსური დავალიანების გამო, შევწყვიტოთ მომსახურება შემდეგ არხებთან: რბჯ (1 გასართობი), მედია ჰოლდინგი (რუსთავი 2, მარაო, კომედი არხი), TV პირველი და ობიექტივი. აღნიშნულ არხებს, გარდა იმისა, რომ დიდი ოდენობით დავალიანება გააჩნიათ, ბოლო 3 თვეა, ჩვენი არაერთი წერილობითი, ზეპირი და ელექტრონული გაფრთხილების მიუხედავად, რაიმე სახის ქმედებაც კი არ განუხორციელებიათ, დავალიანების აღმოსაფხვრელად.

იძულებული ვართ, გავაკეთოთ შემდეგი განცხადება, რომ თუ აღნიშნული არხები, 1 აგვისტომდე არ მოახდენენ შესაბამის ფინანსურ რეაგირებას, ხელშეკრულების თანახმად, შეუწყდებათ მომსახურება და შესაბამისად გაითიშებიან მულტიპლექსიდან.”– ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: ვერავინ დამაჯერებს, რომ კელი დეგნანისა და პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის 21 მარტის შეხვედრაზე მხოლოდ ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს სამი საათის განმავლობაში
Next: თუ კარგად დაუკვირდებით რადიკალური ოპოზიციის, მათი ტელევიზიების და არასამთავრობოების მიერ, კელი დეგნანის დასაცავად განწირულ პათოსს, მივხვდებით როგორ გაუჭირდა დეგნანს გუშინ და დღეს- ვნახოთ რას იზამს ხვალ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.