Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ვერავინ დამაჯერებს, რომ კელი დეგნანისა და პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის 21 მარტის შეხვედრაზე მხოლოდ ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს სამი საათის განმავლობაში

მარშალ პრესი 28/07/2022
გია აბაშიძე

„დეგნანი ირწმუნება, რომ ხსენებულ შეხვედრაზეც არ ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. არადამაჯერებელია ის განცხადებები, რომლებიც კელი დეგნანმა მანამდე გააკეთა“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„ვერავინ დამაჯერებს, რომ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანისა და პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის 21 მარტის შეხვედრაზე მხოლოდ ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს სამი საათის განმავლობაში.

დეგნანი ირწმუნება, რომ ხსენებულ შეხვედრაზეც არ ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.

არადამაჯერებელია ის განცხადებები, რომლებიც კელი დეგნანმა მანამდე გააკეთა:
21 ივლისი – შეხვედრიდან გავიდა 4 თვე. თქვა, რომ საკმაოდ დიდი ხანია არ შეხვდა ივანიშვილს. 4 თვე “საკმაოდ დიდი ხანია”?..
28 ივლისი – “ქართული ოცნების” დამფუძნებლის რეზონანსული წერილის გამოქვეყნებიდან 24+ საათში. აქაც საუბრობს ბოლო შეხვედრიდან გასულ “საკმაოდ დიდ დროზე”…
პოლიტიკური და საჯარო სივრციდან გასული ბიძინა ივანიშვილი არ დაწერდა გუშინდელ გულწრფელ წერილს, რომ არა მის მიერ დასახელებული თემების გამო მოთმინების ფიალის ავსება“– წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: გასაგებია ელჩის გრძნობები იმ დესტრუქციული პოლიტიკური ძალისა, თუ არასამთავრობო სექტორის მიმართ, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და კონგრესის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ
Next: დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში “რუსთავი2”, ობიექტივი, ტვ “პირველი”- გაითიშება გავრცელების ქსელიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.