Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ჯერ უნდოდათ ტექნიკური მთავრობა, ახლა შექმნეს ტექნიკური პარლამენტი, ეს არის ღიმილის მომგვრელი და ამასთან ერთად პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი

მარშალ პრესი 27/07/2022
ირაკლი კობახიძე

ოპოზიციამ შექმნა ერთგვარი ტექნიკური პარლამენტი, ჯერ უნდოდა ტექნიკური მთავრობა, ახლა შექმნეს ტექნიკური პარლამენტი. ერთი, რომ ეს არის ღიმილის მომგვრელი ამასთან ერთად, ეს არის პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს ასევე აჩვენებს მათ განზრახვას, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს.

„მათი განზრახვა არის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ ამისთვის. ჩვენი დღის წესრიგი და ამოცანაა რადიკალურად განსხვავებული. გვინდა, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე, სათანადო ფორმატში, საპარლამენტო ფორმატში წარიმართება სამუშაო პროცესები თორმეტივე პუნქტთან დაკავშირებით და თორმეტივე პუნქტი შესრულდება პირნათლად.

არსებობს ინსტიტუტები, პირველ რიგში პარლამენტი, რომელიც არის პასუხისმგებელი შესაბამისი რეფორმების უმეტესობის გატარებაზე. ეს არის სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული და ა.შ. ძირითადად აქ საუბარია კანონპროექტების შემუშავებაზე და მიღებაზე. ეს არის პარლამენტის ფუნქცია და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს მთლიანად ეს პროცესი. როდესაც იგეგმება პარალელური პროცესი, ეს არის რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიულია და მიზანი არის იმ პროცესის დისკრედიტირება, რომელიც ოფიციალურ ფორმატში წარიმართება და ეს არის კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, როდესაც შენ არ აღიარებ მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს, პარლამენტს, ქმნი შენ ერთგვარ ტექნიკურ პარლამენტს, ეს არის კონტრპროდუქტიული მოვლენა და აჩვენებს მათ განზრახვას, ყველაფერი გააკეთონ, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. თუმცა, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი და მაქსიმუმს გავაკეთებთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის წერილი შეიცავს ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას, გზავნილებს, საინტერესო მინიშნებებს, გვირჩევნია, სიღრმეში არ შევიდეთ და საზოგადოებამ დასკვნები თავად გამოიტანოს
Next: Credit Suisse-ის აღმასრულებელი დირექტორი გადადგა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025