Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც შეიმჩნევა გარკვეული პოლიტიკური ძალების არსებობა, რომელთაც საქართველოში ომის გაჩაღება სურთ – მნიშვნელოვანია, ამას დროულად წინ აღვუდგეთ

მარშალ პრესი 27/07/2022
მიხეილ სარჯველაძე

ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც იგრძნობა და აშკარად შეიმჩნევა გარკვეული პოლიტიკური ძალების არსებობა, რომელთაც საქართველოში ომის გაჩაღება სურთ – მნიშვნელოვანია, ამას დროულად წინ აღვუდგეთ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და საფუძველშივე მოისპოს ყველანაირი მცდელობა, რაც შეიძლება საქართველოს პაიკის სახით აღქმას ითვალისწინებდეს, – აღნიშნული გაცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებისას გააკეთა.

მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილის წერილი ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, რადგან გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და პოზიცია ქვეყნისთვის პრიორიტეტულ, მნიშვნელოვან საკითხებზეა წარმოდგენილი”.

„განსაკუთრებულად შეფასებას სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის საკითხი მოითხოვს. მოწოდებაა საგარეო ვექტორთან მიმართებაში, რომ ახლა ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს ის სტაბილურად კარგი ურთიერთობები, რაც პარტნიორებთან არსებობს. რაც შეეხება კონკრეტულ ეპიზოდს, რაზეც კითხვა დაისვა, არსებობს კითხვები, ბუნებრივია, გარკვეული ინტერესი კიდევ უფრო მეტად გააღვივა და შეხვედრის დადასტურებამ გარკვეული როლი ითამაშა ინტერესის გაზრდის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, ამ თემასა და გარკვეულ დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს. უმჯობესია, დეტალებზე საუბრისგან თავი შევიკავო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კელი დეგნანთან მისი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

Continue Reading

Previous: არჩილ თალაკვაძე: წერილი მიუთითებს, თავის ქვეყნის როგორი პატრიოტია ბატონი ბიძინა ივანიშვილი – ამ წერილმა ასევე დაადასტურა, რომ ის ნამდვილად დისტანცირებულია პოლიტიკისგან
Next: ლევან დავითაშვილი: ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025