Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: წერილი მიუთითებს, თავის ქვეყნის როგორი პატრიოტია ბატონი ბიძინა ივანიშვილი – ამ წერილმა ასევე დაადასტურა, რომ ის ნამდვილად დისტანცირებულია პოლიტიკისგან

მარშალ პრესი 27/07/2022
არჩილ თალაკვაძე

მე რომ მკითხოთ და მოქალაქეებსაც ჰკითხეთ, სინამდვილეში ამ წერილმა დაადასტურა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად დისტანცირებულია პოლიტიკიდან, იმიტომ, რომ ის ამ წერილში პირდაპირ ამბობს, რა არის მისი დამოკიდებულება და პირდაპირ პასუხობს კითხვებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას.

„ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და როგორი პატრიოტია თავის ქვეყნის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის ძალიან გამჭვირვალედ და პირდაპირ ამბობს სიმართლეს – ეს ყოველთვის იყო მისი ხელწერა, როდესაც პოლიტიკაში გახლდათ და ახლაც, როდესაც პოლიტიკიდან გასულია, მისი ხელწერა არის იგივე. ის თავის საზოგადოებას სიმართლეს ეუბნება. დღეს, თუნდაც უბრალო და პატარა სიმართლეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ საზოგადოება არის ახლა ინფორმირებული, დღეს უკეთ ერკვევა პოლიტიკაში, ხედავს, თუ რა არის მშვიდობის ფასი, ხედავს, რა არის დემოკრატიული ინსტიტუტების ფასი და ხედავს, თუ რას ნიშნავს, როდესაც კერპთაყვანისმცემლობით კი არ იმართება ქვეყანა, არამედ იმართება ისე, როგორი კონცეფციაც დაამკვიდრა „ქართულმა ოცნებამ…

მე რომ მკითხოთ და მოქალაქეებსაც ჰკითხეთ, სინამდვილეში ამ წერილმა დაადასტურა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად დისტანცირებულია პოლიტიკიდან, იმიტომ, რომ ის ამ წერილში პირდაპირ ამბობს, რა არის მისი დამოკიდებულება და პირდაპირ პასუხობს კითხვებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კელი დეგნანთან მისი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

Post navigation

Previous: ედიშერ გვენეტაძე: ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ელჩთან 3-საათიანი შეხვედრა 21 მარტს, ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ ჰქონდა
Next: მიხეილ სარჯველაძე: ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც შეიმჩნევა გარკვეული პოლიტიკური ძალების არსებობა, რომელთაც საქართველოში ომის გაჩაღება სურთ – მნიშვნელოვანია, ამას დროულად წინ აღვუდგეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.