Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ისევ დუმილი თუ ისევ იგნორი? კითხვებზე პასუხი ისევ არ არის! ქალბატონმა ელჩმა, არც უნდა იუკადრისოს და არც დააიგნოროს ის შეკითხვები რაც მის მიმართ გაჩნდა

მარშალ პრესი 26/07/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

ცხადია საქართველო და მისი მოქალაქეები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში აშენებული მეგობრული ურთიერთობების ხიდს, მაგრამ ამავდროულად ასე ყურადღებით აკვირდებიან თუ ვინ აპირებს ამ ხიდში ბზარების შეტანას. აქედან გამომდინარე, ქალბატონმა ელჩმა, არც უნდა იუკადრისოს და არც დააიგნოროს ის შეკითხვები რაც მის მიმართ გაჩნდა. რაც მალე გაეცემა პასუხი კითხვებს მით უკეთესია – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

 

„ისევ დუმილი თუ ისევ იგნორი? კითხვებზე პასუხი ისევ არ არის! ქალბატონი კელი დეგნანი, გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს(აშშ-ს) და არის აკრედიტებული სხვა სუვერენულ სახელმწიფოში (საქართველოში).

უფრო მეტად რომ განვმარტოთ, ის გახლავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი. ცხადია არავის არ ავიწყდება ის დახმარება და მხარდაჭერა, რომელიც აშშ-მ საქართველოს მიმართ გამოიჩინა, არც ამერიკელებს(განსაკუთრებით სამხედროებს) არ ავიწყდებათ ის თანადგომა, რაც ჩვენ გამოვიჩინეთ სხვადასხვა სამხედრო მისიებში. ცხადია საქართველო და მისი მოქალაქეები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში აშენებული მეგობრული ურთიერთობების ხიდს, მაგრამ ამავდროულად ასე ყურადღებით აკვირდებიან თუ ვინ აპირებს ამ ხიდში ბზარების შეტანას. აქედან გამომდინარე, ქალბატონმა ელჩმა, არც უნდა იუკადრისოს და არც დააიგნოროს ის შეკითხვები რაც მის მიმართ გაჩნდა. რაც მალე გაეცემა პასუხი კითხვებს მით უკეთესია, წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვების რაოდენობა კი არ დაიკლებს არამედ გაიზრდება. ელჩები მიდიან და მოდიან, სახელმწიფოთა და ხალხთა ურთიერთობები კი გრძელდება, უბრალოდ სამწუხაროა, რომ წლების შემდეგ, ვიღაც კარგად გაახსენდებათ, ვიღაცა კი ძალიან რბილად რომ ვთქვათ ცუდად-ძალიან ცუდად.: – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

Continue Reading

Previous: დაველოდოთ რა რეაქცია ექნება ივანიშვილს – გია გაბრიჭიძე
Next: რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? მაგინო და მე ჩუმად გიყურო რა ლამაზად მაგინებ? – კახა კალაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025