Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დაველოდოთ რა რეაქცია ექნება ივანიშვილს – გია გაბრიჭიძე

მარშალ პრესი 26/07/2022
გია გაბრიჭიძე

,,გასაგებია, რომ ქალბატონი კელი დეგნანი სრულ იგნორს უკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრების სრულიად ლეგიტიმურ შეკითხვებს და თავისი დუმილით საზოგადოებაში იწვევს განცდას, რომ ელჩისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა,” – წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

როგორც გაბრიჭიძე წერს, საინტერესო იქნება ბიძინა ივანიშვილის განცხადება, შეხვდა თუ არა ამერიკის ელჩს.

,,გასაგებია, რომ ქალბატონი კელი დეგნანი სრულ იგნორს უკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრების სრულიად ლეგიტიმურ შეკითხვებს და თავისი დუმილით საზოგადოებაში იწვევს განცდას, რომ ელჩისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა თუნდაც იმ საკითხში, რომ ქალბატონი დეგნანი აშკარად ლობირებს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ბოიკოტს უცხადებს 12 პუნქტის შესრულების პროცესს და რაც მთავარია ყველანაირად უწყობს ხელს პოლიტიკური დეპოლარიზაციის გაღვივებას. ამ პირობებში ბიძინა ივანიშვილის პასუხი შეკითხვაზე – 24 თებერვლის შემდეგ შეხვდა თუ არა აშშ-ს ელჩს და იყო თუ არა საუბარი უკრაინა რუსეთის ომში საქართველოს ჩართვაზე (ცხადია საუბრის დეტალები არ უნდა გასაჯაროვდეს), ყველა “ი”-ს თავზე წერტილებს დასვამს. დაველოდოთ რა რეაქცია ექნება ბატონ ივანიშვილს ამ მეტად საჭირბოროტო საკითხის მიმართ.” – წერს გაბრიჭიძე.

Continue Reading

Previous: მიუხედავად მჭიდრო კომუნიკაციისა, შვეიცარიულ მედიაში დღემდე არ გამოქვეყნებულა არცერთი სტატია და არ მომზადებულა არცერთი სიუჟეტი იმ გარემოებათა ირგვლივ, რაზეც ჩვენგან კეთდებოდა აქცენტი
Next: ისევ დუმილი თუ ისევ იგნორი? კითხვებზე პასუხი ისევ არ არის! ქალბატონმა ელჩმა, არც უნდა იუკადრისოს და არც დააიგნოროს ის შეკითხვები რაც მის მიმართ გაჩნდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025