Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

დასმულ კითხვებზე დუმილით დრო თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს – თამთა მეგრელიშვილი კელი დეგნანს

მარშალ პრესი 26/07/2022
თამთა მეგრელიშვილი

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება.

მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას აქვს მაღალი ნდობა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ამ ნდობას გაფრთხილება სჭირდება!

„ქართულ საზოგადოებას აქვს მაღალი ნდობა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ამ ნდობას გაფრთხილება სჭირდება!
კელი დეგნანისადმი დასმულ ლეგიტიმურ კითხვებზე:

თქვენ როგორც ელჩი ემიჯნებით თუ არა ქართველი რადიკალების, მათი უცხოელი ლობისტებისა და უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების რიტორიკას ?!

(რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ იყო მიმართული)
თქვენ როგორც ელჩი ემიჯნებით თუ არა ბაკურიანში შეკრებილთა რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ენჯეოებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლების პიტერ აკერმანის მიერს გადამზადებას და მზადებას რევოლუციის მოსაწყობად?!

თქვენ როგორც ელჩი ემიჯნებით თუ არა ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა მიერ მოგვიანებით დაყენებულ მოთხოვნას ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ?!

თქვენ როგორც ელჩი ადასტურებთ თუ არა ფაქტს (მოსამართლის გამოკითხვა ნიკა გვარამიას საქმის ირგვლივ)
რომელიც, ერთმნიშვნელოვნად, საქართველოს კონსტიტუციისა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უხეში ხელყოფაა?!
თქვენ გქონდათ თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ?!
დასმულ არცერთ კითხვაზე ქართულ საზოგადოებას პასუხი არ მიუღია
და რატომ?!
არ ვიმსახურებთ?!

დასმულ კითხვებზე დუმილით დრო თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს ამიტომ, უმჯობესია მოამზადოთ არგუმენტირებული პასუხები და ქართული საზოგადოების თვალში მოპოვებული რეპუტაცია შეინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას;
თქვენ თანაუგრძნობთ ბაკურიანის რევოლუციურ შეკრებას და იზიარებთ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას;
თქვენ ადასტურებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და მეტიც, იწონებთ მას;

თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რა გზავნილიც გექნებოდათ მისთვის გადასაცემი, რთული გამოსაცნობი არაა.
იმედი მაქვს თქვენი გონიერებისა და დიპლომატიური გამოცდილების
პატივისცემით თ. მეგრელიშვილი „ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ერთხელ, მაინც მოუწია განცხადება გაეკეთებინა – დღესაც დგება ამის აუცილებლობა
Next: რაც უფრო დიდი ხანი არ გასცემს ქალბატონი ელჩი პასუხს კითხვას, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ომის დაწყების მერე ბიძინა ივანიშვილთან, უფრო გაამწვავებს საკითხს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.