Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ერთხელ, მაინც მოუწია განცხადება გაეკეთებინა – დღესაც დგება ამის აუცილებლობა

მარშალ პრესი 26/07/2022
დავით ქართველიშვილი

,,გასაგებია, რომ “წასვლისას მიდიან”, მაგრამ ხანდახან გამონაკლისსაც აქვს პრეცედენტი. ყველას გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ერთხელ, მაინც მოუწია ღია პოლიტიკური განცხადება გაეკეთებინა,” – წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, თუ ერთი მხარე დუმს, შესაბამისად, მეორე მხარეს უწევს კითხვებზე მარტივი პასუხის გაცემა.

,,გასაგებია, რომ “წასვლისას მიდიან”, მაგრამ ხანდახან გამონაკლისსაც აქვს პრეცედენტი. ყველას გვახსოვს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ერთხელ მაინც მოუწია ღია პოლიტიკური განცხადება გაეკეთებინა მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” რეგიონულ ორგანიზაციებში განსაკუთრებით, “გახარისტებისაგან” ჯაჭვური რეაქციით გავრცელდა ფეიკი – ჩვენ ბიძინას ფარული პროექტი ვართ, ასეა საჭირო, გვენდეთ.

თუკი, ეს “უწყინარი” ცილისწამება ივანიშვილმა იმდენად სახიფათო ტენდენციად აღიქვა, რომ თავის პრინციპსაც, “წასვლისას – წადი”-ს, უმტყუნა და საჭიროდ ჩათვალა, განმარტება გაეკეთებინა, დამიჯერეთ: დღესაც დგება ამის აუცილებლობა. რაკი ქალბატონი დეგნანი დუმს, ამ სავარაუდოდ შემდგარი დიალოგის მეორე მხარემ უნდა განმარტოს სიტუაცია და მარტივ კითხვას: შეხვდა თუ არა, სად, როდის, რა თემასთან დაკავშირებით – ასევე მარტივი პასუხი უნდა გასცეს. საზოგადოება ამას ელოდება, ამ პასუხზე ძალზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ბატონო ბიძინა! გთხოვთ და გელოდებით!” – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ქალბატონო ელჩო, ეს ადამიანები ითხოვენ დაგველაპარკოთ, როგორც თანასწორი თანასწორს! – ედიშერ გვენეტაძე
Next: დასმულ კითხვებზე დუმილით დრო თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს – თამთა მეგრელიშვილი კელი დეგნანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.