Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება დავსვათ შეკითხვები და არა შეურაცხყოფა მივაყენოთ სტრატეგიულ პარტნიორებს

მარშალ პრესი 26/07/2022
ნინო ფოჩხუა

სიჩუმე თანხმობის ნიშანია, ნუთუ თავისი ქვეყნის ავტორიტეტს არ უფრთხილდება, მისი სიჩუმით ხომ დადასტურდება, რომ აშშ ერევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში, სასამართლო გადაწყვეტილებებში, მოუწოდებს ხელისუფლებას გახსნას მეორე ფრონტი და ახალისებს დესტრუქციულ ოპოზიციას ქვეყნის არევასა და რევოლუციის მოწყობაში – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

 

„გავეცანი პარტიიდან გასული დეპუტატების წერილს ამერიკის ელჩისადმი. ძალიან მიკვირს ნუთუ ქართველი ხალხი არ ვიმსახურებთ პასუხს იმ კითხვებზე, რაც ყველას გვაწუხებს? რატომ იქცევა ასე კელი დეგნანი, რატომ აღვივებს უარყოფით განწყობას იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც წარმოადგენს და რომლის ამ დონემდე მიყვანას რაც ახლა გვაქვს, ამდენი წელი დასჭირდა.

სიჩუმე თანხმობის ნიშანია, ნუთუ თავისი ქვეყნის ავტორიტეტს არ უფრთხილდება, მისი სიჩუმით ხომ დადასტურდება, რომ აშშ ერევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში, სასამართლო გადაწყვეტილებებში, მოუწოდებს ხელისუფლებას გახსნას მეორე ფრონტი და ახალისებს დესტრუქციულ ოპოზიციას ქვეყნის არევასა და რევოლუციის მოწყობაში.
ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება დავსვათ შეკითხვები და არა შეურაცხყოფა მივაყენოთ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
იმედია, ამჯერად მაინც გვიპასუხებს ქალბატონი დეგნანი.“ – წერს ფოჩხუა facebook – ზე.

Continue Reading

Previous: ვინც თვლის, რუსეთთან ომი და კონფრონტაცია ქვეყნისთვის საზიანოა, მას ფაშისტურ-ბოლშევიკური ტრენდი პრორუსად აცხადებს
Next: ვინ არის КГБ-შნიკი?! 1992 წლის არჩევის პარლამენტში გიორგი კობახიძე ლუსტრაციის კანონის მიღების ინიციატივით გამოვიდა – ლუსტრაციის კანონის მიღებას ადრე რუსეთი ბლოკავდა ახლა კი კოლექტიური დასავლეთი!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025