“”სტრატეგიული დაგეგმარების” ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე ირაკლი კობახიძის მიმართ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული მედიის თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს
“ვინ არის КГБ-შნიკი?!
ლუსტრაციის კანონის მიღებას ადრე რუსეთი ბლოკავდა ახლა კი კოლექტიური დასავლეთი!
1992 წლის არჩევის პარლამენტში გიორგი კობახიძე და ედპ-ს გუნდი ლუსტრაციის კანონის მიღების ინიციატივით გამოვიდა.
მახსოვს რა მღელვარება მოყვა ამ საკითხის დაყენებას, რომელიც დავერბოვკებულებმა აფხაზეთის საკითხის ჩანაცვლებით დაბლოკეს! როცა ლუსტრაციის ინიციატორს ყველანაირი დასაბუთების გარეშე, გაურკვეველი წარმომავლობის , რუსულად მეტყველი არახამია ადანაშაულებს , ყველა უნდა დაფიქრდეს რისთვის კეთდება ეს! ირაკლი კობახიძეზე თავდასხმა იმით არის განპირობებული , რომ უკრაინამ ადგილობრივი მეხუთე კოლონის გამოყენებითაც ვერ შეძლო ხელისუფლების შერყევა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა! ჩვენთან ბევრი პრობლემა არის მოსაგვარებელი, მაგრამ ის რომ ქვყეანა რუსეთთან პირდაპირ ომში არ ჩაერთო და არ ვართ დაბომბვით განადგურებული, ეს ჩვენი ხალხის სიმტკიცის და “ოცნების” დამსახურებაა!
მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს რკინის ნერვები უნდა გააჩნდეს, მაგარამ ძნელია თავი შეიკავო საქართველოს მოძულეთა შეკვეთილ, დედის გინების ტოლფას კითხვაზე. ირაკლი კობახიძე ერთ ერთი ყველაზე თავშეკავებული პოლიტიკოსია, მაგარამ ყველა ადამიანი ვართ!
ასეთი პროვოკაციები მრავლად იქნება, მაგრამ ყველამ უნდა დავინახოთ ის, რომ დღეს ბრძოლა საქართველოს სუვერენულ ფუნქციის გამოვლენასთან მიდის. საქარათველოს არასდროს გაუბედავს, პასუხი გაეცა ზედამხედევლი ელჩებისთვის ან არ დაეთმოს მეხუთე კოლონოსთვის. ჩვენ გვებრძვიან რომ მუდამ მორჩილნი ვიყოთ!
მივიღოთ ლუსტრაციის კანონი, მივიღოთ კანონი უცხოელი აგენტის შესახებ, ანალოგიურად რაც ამერიკაში მოქმედებს. ყველა საფრთხე ავარიდოთ ქვეყანას და პრობლემების მოგვარება კანონიერ ჩარჩოებში მოვაქციოთ!” – წერს ლევან მამალაძე
საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი...