პოლიტიკოს გია კობახიძეს, ედპ-ს დამფუძნებელს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს ძალიან, ძალიან კარგად ვიცნობ! – კაცია გია კობახიძე და საქართველოს ერთგული შვილია! – მირიან ყარაულაშვილი

970X90

საინფორმაციო სააგენტო “იქს-ნიუსის” დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი ირაკლი კობახიძის მიმართ “მთავარი” არხის მიკროფონის დამტარებელი არსების მიერ დასმულ შეკითხვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

“… გია კობახიძეს , როგორც უბრალოდ პიროვნებას , ვიცნობ დიდი ხანია, ალბათ სადღაც 1993 წლიდან; ვიცნობ პირადად -ხელის ჩამორთმევით და კარგი, თბილი ურთიერთ მოკითხვით;
მაგრამ , პოლიტიკოს გია კობახიძეს, ედპ-ს დამფუძნებელს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს ძალიან, ძალიან კარგად ვიცნობ!
ვიცნობ მის მსოფლმხედველობას, ვიცნობ მის პოლიტიკურ წარსულს, ვიცნობ მის პოლიტიკურ მოღვაწეობას თითქმის ოცი-ოცდაორი წლის მანძილზე!!!
კაცი არის უაღრესად წესიერი, პატიოსანი, განათლებული, დარბაისელი, მოაზროვნე პოლიტიკოსი და საქართველოს ერთგული შვილი!
ხაზს ვუსვამ:
გია კობახიძე არის საქართველოს ერთგული შვილი!!!
ერთადერთი შეცდომა, რაც მას შეიძლება შეცდომად ჩავუთვალოთ, ესაა 2010-2011 წლებში ტრიუმვირატის “ატამანშა” ბურჯანაძესთან ერთად პოლიტიკურ ორგანიზაციაში ყოფნა, თუმცა ესეც გამოწვეული იყო პოლიტიკური სივრცის გაუდაბნოებით, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ბოლოსდაბოლოს შეძლო მისი მმართველობის ბოლო წლებში და რის გამოც სხვა პოლიტორგანიზაციის შექმნა და მისი რეალურ ძალად ქცევა იმ დროს, იმ ვადებში შეუძლებელი იყო!!!
თუ დამეჯერება, მისი ბურჯანაძის ორგანიზაციიდან წასვლა ჩემს პირად პოზიტივად აღვითქვი მაშინვე, როგორც კი ეს გაცხადდა!
აი, ამ კაცის ავტორიტეტის დაკნინება და განადგურება დაიწყეს დღეს საქართველოს უდავო მტრებმა-საზღვარს გარედან და საქართველოს შიგნითაც მხარი აუბეს ამ მტრებს!
ესაა რაცაა!
ეს სტატუსი გია კობახიძის სახელს არც არაფერს შეჰმატებს და დიდი ალბათობით, არც დააკლებს რაიმეს.
კაცია გია კობახიძე და საქართველოს ერთგული შვილია!
სულ ესაა!
პ.ს.: მინდოდა კახური ლექსიკა გამერია ამ სტატუსში, მაგრამ ისევ და ისევ ამ დარბაისელი კაცის – გია კობახიძის სახელის გვერდით საერთო სტატუსში ამის გაკეთება არ ვიკადრე.” – წერს მირიან ყარაულაშვილი ფეისბუქზე

 

970X90
გაზიარება