“კაგებეს” აგენტის შვილი არ ხართო? ეს ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრის შვილს კი არა, არავის შვილს და არავის უნდა კითხო საერთოდ – მამუკა მდინარაძე

970X90

“”ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის მხარდამწერს განცხადებას ავრცელებს და “მთავარი” არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ იდიოტურ კითხვას ეხმაურება:

“კაგებეს” აგენტის შვილი არ ხართო? ეს ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრის შვილს კი არა, არავის შვილს და არავის უნდა კითხო საერთოდ, არასდროს, არც ერთ შვილს, ვინც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ სხვა.
უზრდელობის, უტიფრობის, მავნებლობის და უბინძურესი შეურაცხყოფის გარდა, უდიდესი სიბნელეა ამავდროულად.
და თუ მაინც ასეთის მკადრებელი ხარ, პასუხი არ უნდა გაგიკვირდეს!
ვინც მხოლოდ პასუხზე “ბრაზდება”, ის “ტრენდს” აყოლილი ბნელი სექტის ნაწილია, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენს.” – წერს მდინარაძე
970X90
გაზიარება