Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, ვის მიმართაც ვფიქრობ, რომ ამოქმედდება სანქციები, არის თვითონ არახამია, მას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მოუტანა უკრაინას

მარშალ პრესი 25/07/2022
ირაკლი კობახიძე

ერთადერთი, ვის მიმართაც ვფიქრობ, რომ ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია. მას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არახამია ძალიან ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი.

„ყველამ კარგად იცის, ეს კაცი ვინ არის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი, ვის მიმართაც ვფიქრობ, რომ ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და ამას ყველაფერს შეაფასებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი. არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ, უბრალოდ კაცი არ არის, არახამია არის არაკაცი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია კვლავ საქართველოს რუსეთთან კავშირზე საუბრობს. ამბობს, რომ მზად არის ჩვენს ქვეყანას ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაციაში დაეხმაროს და ამისთვის, საქართველოშიც ჩამოვიდეს. არახამია საუბრობს რევოლუციაზე და „ქართული ოცნებას“ ურჩევს ტონი შეარჩიოს, რადგან სანქციები შესაძლოა პოლიტიკოსებსაც დაუწესდეთ.

Post navigation

Previous: ზურაბ აზარაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ხორციელდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო, ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების დაფინანსება
Next: პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.