Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ხორციელდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო, ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების დაფინანსება

მარშალ პრესი 25/07/2022
ზურაბ აზარაშვილი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი არაგადამდები დაავადებების შესახებ გამართულ ფორუმს დაესწრო. ღონისძიებაზე დარგის სპეციალისტებმა არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის სრულმასშტაბიანი სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე იმსჯელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრი. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, შესაძლებელი გახადა არაგადამდები დაავადებების ადრეული გამოვლენა და დროული მკურნალობა.

„საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ხორციელდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო, ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების დაფინანსება. იგეგმება ამ პროგრამის კიდევ უფრო გაფართოება. პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, რეფერენტული ფასების დადგინდეს, რაც წარმატებული და აპრობირებული მექანიზმია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა ფორუმზე აღნიშნა, უწყება აქტიურად მუშაობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან, რათა დიაბეტის მართვის პრაქტიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

ფორუმის მონაწილეებმა არაგადამდები დაავადებების საინვესტიციო პაკეტის, ეროვნული სტრატეგიისა და ფიზიკური აქტივობის სამოქმედო გეგმის პროექტზე იმსჯელეს. დარგის სპეციალისტებმა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიღწევებსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური, WHO-ს წარმომადგენელი საქართველოში სილვიუ დომენტე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე, ჯანდაცვის ექსპერტები, სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის, აკადემიური წრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Continue Reading

Previous: დონალდ ტრამპი: ჩვენ არ გავტყდებით და არასდროს დავიხევთ უკან – ამერიკელები ვართ და ამერიკელები მუხლს ღმერთის და მხოლოდ ღმერთის წინაშე იყრიან
Next: ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, ვის მიმართაც ვფიქრობ, რომ ამოქმედდება სანქციები, არის თვითონ არახამია, მას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მოუტანა უკრაინას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025