Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი – ტვ პირველის შეშლილი ფანტაზიის ობიექტივში მამუკა მდინარაძე და მის ოჯახის წევრები მოხვდა, მიზეზი მარტივია – მდინარაძე არგუმენტებით შეიარაღებული ებრძვის ქვეყნის დაქცევის მოსურნე ოპონენტებს

მარშალ პრესი 23/07/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

დეზინფორმაციით მიზნის მიღწევის მცდელობა, ბრძოლის მეთოდების ყველაზე ბინძური ტაქტიკური ელემენტი გახლავთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე ცდილობს „მტრის“ ოჯახის წევრებზე რაღაც გაუგონარი და არარსებული მოარგოს. ამ სიბინძურის მედროშეები, პროპაგანდისტული ფეიკ-ტელევიზიები არიან, მოწინავე ფლაგმანი კი ტვ პირველი და სააკაშვილის „ფილდ კომანდერი,“ ნოდარ მელაძეა – წერს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, შიშს და უმეცრებას შეზავებულ, ტყუილებით გაჯერებულ ინფორმაციას, მათ წინააღმდეგ იყენებენ, ვისაც ვერ ერევიან და თან წესიერი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობენ. „ზოგადად, დეზინფორმაციით მიზნის მიღწევის მცდელობა, ბრძოლის მეთოდების ყველაზე ბინძური ტაქტიკური ელემენტი გახლავთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე ცდილობს „მტრის“ ოჯახის წევრებზე რაღაც გაუგონარი და არ არსებული მოარგოს. ამ სიბინძურის მედროშეები, პროპაგანდისტული ფეიკ-ტელევიზიები არიან, მოწინავე ფლაგმანი კი ტვ პირველი და სააკაშვილის „ფილდ კომანდერი,“ ნოდარ მელაძეა. შიშს და უმეცრებას შეზავებულ, ტყუილებით გაჯერებულ ინფორმაციას, როგორც წესი მათ წინააღმდეგ იყენებენ, ვისაც ვერ ერევიან და თან წესიერი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობენ. ამ შემთხვევაში მელაძის შეშლილი ფანტაზიის ობიექტივში მამუკა მდინარაძე და მის ოჯახის წევრები მოხვდა, მიზეზი კი მარტივია, მდინარაძემ შეძლო ჭკვიანი და პატიოსანი პოლიტიკოსის სახელის დამკვიდრება, რომელიც ყოველთვის ზრდილობიანად და არგუმენტებით შეიარაღებული ებრძვის ქვეყნის დაქცევის მოსურნე ოპონენტებს. რა რჩება, რადიკალების რუპორ ტვ პირველს? ბინძური დეზინფორმაცია და ტყუილები, თუმცა იმდენად მომაბეზრებელი, ფეიკით გამდიდრებულია ეს ინფორმაციები, რომელსაც ნოდარ მელაძე და მის გუნდი „განუმეორებელი“ ხმის ტემბრით გვიყვებიან, არათუ ვინმეს აჯერებენ, არამედ საზოგადოებისთვის უბრალოდ სასაცილოები და მომაბეზრებელი გახდნენ“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

Continue Reading

Previous: გიორგი ვოლსკი: ნაცმოძრაობა და რადიკალური ოპოზიცია არც არასდროს გეგმავდა, არც გეგმავს და მომავალშიც არ იქნება მისი სტრატეგია დაკავშირებული დეპოლარიზაციასთან
Next: ქობულეთის ახალი ბულვარი გაიხსნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025