Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: პაატა მანჯგალაძემ თქვა, რომ სექტემბრიდან ისევ უნდა დაიწყოს დაძაბულობა, არეულობა, იმიტომ რომ სხვა პერსპექტივას ვერ ხედავენ

მარშალ პრესი 23/07/2022
გიორგი ვოლსკი

პაატა მანჯგალაძემ თქვა, რომ სექტემბრიდან ისევ უნდა დაიწყოს დაძაბულობა, არეულობა, იმიტომ რომ სხვა პერსპექტივას ვერ ხედავენ, – ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ოპოზიციის ნაწილის მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბების ინიციატივასაც გამოეხმაურა.

„როდესაც რევოლუციას აპირებ და ვერ შედგება ეს რევოლუცია, არასამთავრობო სექტორმა, სახალხო დამცველმა და, რაც მთავარია, ოპოზიციის რადიკალურმა ჯგუფებმა გადაკვეთეს წითელი ხაზი. იმიტომ რომ ისეთ თემაში შევიდნენ, რაც არც მათ პროფილს და არც საზოგადოების შეკვეთას ემთხვევა. არეულობა ქვეყანაში მაშინ, როდესაც მსოფლიოში ასეთი დაპირისპირებაა საზოგადოების გაღიზიანებას კი არა, საზოგადოების მიუღებლობას იწვევს. არ შეეძლოთ არ წასულიყვნენ ამ რადიკალურ ნაბიჯებზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ის ვარაუდობს, რომ ალტერნატიული სამუშაო ჯგუფები რეკომენდაციებზე საკუთარ კანონპროექტებს მოამზადებენ და პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე წარადგენენ.

„მზად ვართ ყველანაირი განვითარებისთვის, თუნდაც თავისი პროექტებით მოვიდნენ. მაგრამ პოზიციას არ შევიცვლით იმაზე, რომ არსებობს რეგლამენტი. რეგლამენტით [კანონპროექტი] უნდა იმსჯელო კომიტეტში, შეაფასო, გამოიტანო პლენარულ სხდომაზე “, – აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი მთის კვირეული მესტიასა და შოვში გრძელდება
Next: ნინო ფოჩხუა ტვ პირველს: მამუკა მდინარაძეს კი არ ოპონირებთ, მტრობთ, მაგრამ ასაკოვან კაცს რას ერჩით, მით უმეტეს სულ ტყუილებზე და სიცრუეზე გაქვთ აგებული სიუჟეტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.