Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი მთის კვირეული მესტიასა და შოვში გრძელდება

მარშალ პრესი 23/07/2022
მთა

დღეს, სვანეთი და რაჭა მთის დღეებს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაგეგმილი ფესტივალის ფარგლებში, განსაკუთრებულ პროგრამაა წარმოდგენილი როგორც მესტიაში, ასევე შოვში.

შოვი

 

მესტიაში, ჰეშკილის ტერიტორიაზე მოწყობილ საფესტივალო სივრცეში წარმოდგენილია ადგილობრივი სამზარეულო, ქსოვის, რეწვისა და ხეზე კვეთის მასტერკლასები.

ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს მრავალფეროვან მუსიკას, საცეკვაო ნომრებს, ასევე, სპორტულ აქტივობებსა და შემეცნებითი ტურებს ჰპირდებიან.

სტუმრებს ცნობილი შეფ-მზარეულები მიშა ავსაჯანიშვილი და რუსო დაუშვილი, ასევე ადგილობრივი მზარეულები უმასპინძლებენ. ისინი ფესტივალის სტუმრებისთვის ტრადიციულ კერძებს მოამზადებენ, ასევე ჩაატარებენ მასტერკლასებს, ადგილზე კერძების დეგუსტაცია ყველა მსურველს შეუძლია. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მესტიის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი.

მესტია

რაც შეეხება, რაჭას „მთის დღეები“ შოვში აღინიშნება. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ტრადიციული ადგილობრივი სამზარეულოს კერძები, დაესწრონ ქსოვის, რეწვისა და ხეზე კვეთის გაკვეთილებს, ისიამოვნონ მრავალფეროვანი მუსიკით, ცეკვით, სპორტული აქტივობებითა და სხვადასხვა შემეცნებითი ტურებით. ფესტივალის ფარგლებში ღვაწლმოსილი რაჭველების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლებსაც სიმბოლურ საჩუქრები საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელით სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ პირადად გადასცა. ფესტივალს კონცერტი დაასრულებს, რომელშიც ადგილობრივი და თბილისიდან მიწვეული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Continue Reading

Previous: გულივერ კუნჭულია: თურმე ნოდარ მელაძეს უნდა შევეკითხო ჩემი მთელი ცხოვრების ნაშრომ-ნაწვალებით ჩემს შვილებს და შვილიშვილებს სახლებს ავუშენებ თუ არა
Next: გიორგი ვოლსკი: პაატა მანჯგალაძემ თქვა, რომ სექტემბრიდან ისევ უნდა დაიწყოს დაძაბულობა, არეულობა, იმიტომ რომ სხვა პერსპექტივას ვერ ხედავენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025