,,სასამართლო რომ თავს იცავს ზეწოლისგან, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ამას ობიექტურად ვერავინ ვერ დაარქმევს კამპანიას ვინმეს წინააღმდეგ. თუ სასამართლოზე ხორციელდება ზეწოლა და სასამართლო ამისგან თავს იცავს, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა . სასამართლო არის ერთ-ერთი ინსტიტუტი, ამ ინსტიტუტს წარმოადგენენ მოსამართლეები და შესაბამისად, ისინი, როდესაც თავს იცავენ, ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ლოგიკური გაგრძელება,’’- განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის ელოდებოდა მკაფიო განმარტებას და უარყოფას აშშ ელჩისგან, რომ მოსამართლეზე ზეწოლას ამერიკის საელჩოდან არავინ იკადრებდა, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ამ ფაქტის უარყოფა არ მოუსმენია. ,,რაც შეეხება, სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს.
მე ველოდებოდი, მკაფიო განმარტებას და უარყოფას იმისა, რომ ჩარევა არ მომხდარა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს წარსულში, რომ როდესაც აგორებული იყო კამპანია ამ ზეწოლასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის საელჩოდან ამას არავინ არ იკადრებდა და შესაბამისად, სწორედ ასეთ პასუხს ველოდით, რა თქმა უნდა, ამერიკის ელჩისგან, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ ამერიკის საელჩოში ეს არავის უკადრია.
შესაბამისად, ვფიქრობდი, რომ ის უარყოფდა იმ ბრალდებას, რომელიც გაისმა მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან. თუმცა, ეს არ მოვისმინეთ, რაც არის ძალიან დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი. კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესოა მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, ან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე. ან უნდა იყოს ეს ფაქტი უარყოფილი, მკაფიოდ და ცხადად, ან უნდა ვიღაცამ აიღოს პასუხისმგებლობა , იმაზე, რომ განხორციელდა კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა ქართველ მოსამართლეზე,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დასავლურ ქვეყნებს უნდათ, რომ ჩაგითრიონ რუსეთთან ომში. მხოლოდ ამისთვის სჭირდებით, რომ...