Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

სირცხვილი ის კი არ არის მოსამართლემ რა გადაწყვეტილებაც მიიღო, არამედ თქვენი – ზურაბ ქადაგიძე მაია კოპალეიშვილზე

მარშალ პრესი 20/07/2022

დიახ გვარამიამ დააშავა “რუსთავი2”-ის საქმეზე და მიიღო ის გადაწყვეტილება რასაც იმსახურებდა… თქვენთვის გასაგებად კი უფრო მეტიც, მთელი სისტემა შექმნა მანამდე, სადაც პოლიტიკური “ლიდერშიპის” სურვილზე იყო მორგებული მართლმსაჯულება… – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მაია კოპალეიშვილის, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეებს მიმართა „სირცხვილია ბატონებო, როგორ უნდა დაისვენოთ ამ სინდისით?!”

„კარგი ახლა, ქალბატონო მაია… სირცხვილი ის კი არ არის მოსამართლემ რა გადაწყვეტილებაც მიიღო, არამედ თქვენი ნათელ-მირონის მოღვაწეობის პერიოდში სასამართლო გამამართლებელ განაჩენად 1% იყო და მართლმსაჯულება პროკურატურის ნოტარიუსად იყო ქცეული…

თუმცა მაშინ ხმას არ იღებდით, რადგან ცალკე ნათესაობა და ცალკე კარიერულ-ფინანსური მოტივები არ იძლეოდა საშუალებას…
დიახ გვარამიამ დააშავა “რუსთავი2”-ის საქმეზე და მიიღო ის გადაწყვეტილება რასაც იმსახურებდა…

თქვენთვის გასაგებად კი უფრო მეტიც მთელი სისტემა შექმნა მანამდე, სადაც პოლიტიკური “ლიდერშიპის” სურვილზე იყო მორგებული მართლმსაჯულება…
ასე, რომ ნათესავები, ყოფილი პროკურორ-მოსამართლეები, ელჩები თუ დიპლომატები, სანამ უაზრო განცხადებებს გააკეთებთ ცოტა დაფიქრდით…“ – წერს ქადაგიძე – facebook -ზე.

Post navigation

Previous: ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ უზბეკეთში რაჭულ ცეკვას ვნახავდი ძალიან სასიამოვნო და საამაყოა
Next: საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი, რა მოხდა. განხორციელდა, თუ არა ზეწოლა, რომელზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.