Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ ძენწმანში ადგილობრივი ფერმერის ოჯახს ესტუმრა და ვაზის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა

მარშალ პრესი 03/04/2022
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში, ადგილობრივი ფერმერის, მერაბ სურმანიძის ოჯახს ესტუმრა და ვაზის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილმა ფერმერს საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სურმანიძეების ოჯახმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩხავერის და ცოლიკაურის ჯიშის ვენახები გააშენა.

მერაბ სურმანიძეს მეურნეობაში ვენახი 750 ჰა. ფართობზე აქვს გაშენებული. ამჟამად ფერმერი წელიწადში 7 ტონაზე მეტ ყურძენს იღებს და შემდეგ წლებში 10 ტონაზე მეტი ყურძნის მოსავალს ელოდება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სოფლის მეურნეობის პროგრამები ხელს უწყობს საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებას და იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებას.

მერაბ სურმანიძის ოჯახში პრემიერ-მინისტრთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ.

Post navigation

Previous: მინდა გთხოვოთ ყველას, ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს, რომ გარდაცვლილი სამხედროების სიკვდილით ნუ შეეცდებით გარკვეული დივიდენდების მიღებას
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მხრიდან ეკონომიკური სანქციები არ დაწესდება – მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ამ გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდი და პირადად მე ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.