Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მინდა გთხოვოთ ყველას, ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს, რომ გარდაცვლილი სამხედროების სიკვდილით ნუ შეეცდებით გარკვეული დივიდენდების მიღებას

მარშალ პრესი 03/04/2022
ღარიბაშვილი

კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ყველას, გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირებას თავი დაანებეთ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას – რატომ არ მიდის ის ქართველი გმირი სამხედროების დაკრძალვაზე.

„მე სამძიმარს ვუცხადებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, მათ ოჯახის წევრებს. მინდა ჩემი გულის ტკივილი გამოვხატო კიდევ ერთხელ. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათი ჩამოსვენება, დაკრძალვა ღირსეულად მომხდარიყო და სამხედრო პატივით დაკრძალა. ისე, როგორც შეეფერებოდა სამხედრო ყოფილ ოფიცრებს და ვეტერანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ტერიტორიის დაცვისთვის წარმოებულ ომებში იღებდნენ მონაწილეობას. მე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას, ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს, რომ გარდაცვლილი სამხედროების სიკვდილით, ამ უბედურებით ნუ შეეცდებით გარკვეული დივიდენდების მიღებას. ეს არის უზნეობა და ამორალურობა“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: არჩევნები ძალიან მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ჩვენმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს დამაჯერებლად ბათუმსა და რუსთავში; ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება
Next: ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ ძენწმანში ადგილობრივი ფერმერის ოჯახს ესტუმრა და ვაზის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025